უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივნისი, 2018 14:10
font-size

ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს

ინგოროყვას კლინიკის ექიმი-ტრავმატოლოგი მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება კლინიკის დირექტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კვიტაიშვილმა ექიმი-ტრავმატოლოგი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.

კლინიკის გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ პაციენტს საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია და ინფორმაცია, რომ მას რაიმე ნიშნით უარი ეთქვა დახმარებაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ექიმი მურთაზ მამაგეიშვილი სამსახურიდან ეთიკის ნორმების დარღვევის გამო გაათავისუფლეს. კლინიკის ხელმძღვანელი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს მისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული შემთხვევა.

„პაციენტს ყველა სამედიცინო გამოკვლევა და საჭირო მომსახურება ჩაუტარდა დროულად და ის ფაქტი, რომ მას რაიმე ნიშნით კლინიკის მიერ უარი ეთქვა სამედიცინო მომსახურების გაწევაზე არ შეესაბამება სიმართლეს.

ამასთან ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა სამედიცინო ეთიკური ნორმების დარღვევას, რაც დაუშვებელია ექიმისათვის და ჩემი, როგორც გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე ექიმი გათავისუფლებულია სამსახურიდან,“- ნათქვამია განცხადებაში.

ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნინო კვიტაიშვილი, რომელმაც ტრავმები რუსთაველის გამზირზე პოლიციასთან დაპირისპირების გამო მიიღო, აცხადებს, რომ მედიკოსებმა მას ტრავმული დაზიანების შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს, მაგრამ ტრავმატოლოგმა მამაგეიშვილმა მომსახურებაზე უარი პოლიტიკური კუთვნილების გამო უთხრა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ბილაინი მომხმარებელს ახალ ინტერნეტ პაკეტს, „ღამის ულიმიტო ინტერნეტი“ სთავაზობს

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, ბილაინის მომხმარებელს ახალ ინტერნეტ პაკეტს, „ღამის ულიმიტო ინტერნეტი“ სთავაზობს. ხსენებული პაკეტი მოქმედებს შეძენიდან 2 ღამის განმავლობაში, 00:15 საათიდან დი

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად კორპუსი ნაწილობრივ ჩამოინგრა, არიან დაშავებულები

15 ნოემბერი, 2018 , 12:00

ფონიჭალაში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგაც მრავალსართულიანი კორპუსი ნაწილობრივ დაინგრა. აფეთქება შენობის მესამე სართულზე, საცხოვრებელ ბინაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი, მათგან ორი არასრუწლოვანია.

ფემიციდის 9 საქმიდან 8-ში მითითებულია, რომ მოძალადე უმუშევარია, ხოლო 9-დან 5 საქმეში - რომ მოძალადეს აქვს საშუალო განათლება - სახალხო დამცველი

15 ნოემბერი, 2018 , 12:00

საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებითა და „გაეროს ქალთა ორგანიზაციის“ მხარდაჭერით, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ საერთაშორისო კონფერენცია – „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგი პრევე

ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

15 ნოემბერი, 2018 , 12:00

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მის მიმართ მუქარის ფაქტზე, გამოსაკითხად ვაკე-საბურთალოს პოლიციაში იმყოფება. სარალიძე პოლიციაში ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივიდა. გამოკითხვაზე შესვლამდე

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

15 ნოემბერი, 2018 , 11:20

მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავში ჩავარდნილი 53 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ცხედრის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ჟინვალჰესში სატვირთო ავტომობილი 14 ნოე

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს

15 ნოემბერი, 2018 , 11:20

საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს თავდაცვი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`