უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კავკასია
ინგუშეთში აფეთქებას ორი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა 29.04.2012 14:43

ინგუშეთში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქება ბენზინგასამართ სადგურზე მაშინ მოხდა, როდესაც მას პოლიციელების ავტომობილი მიუახლოვდა.

აფეთქების შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ერთი პოლიციელი. დაჭრილია ასევე ბენზინგასამართი სადგურის ერთი თანამშრომელი.

ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების სიმძლავრე 3-4 კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტური იყო.

აღსანიშნავია, რომ პოლიციელები ბენზინგასამართ სადგურზე დაჯავშნული "უაზის" მარკის ავტომობილით მივიდნენ, თუმცა აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომანქანა მთლიანად განადგურდა.

მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.