უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
პოლიტიკა
ინიცირებული ცვლილებები მნიშვნელოვანია კომპრომისის მისაღწევად - ეკა ბესელია
საქართველოს პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა. უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ საშემოდგომო სესიის დღევანდელ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განმარტა, რატომ გახდა საჭირო ახალი ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში.
მისი თქმით, ინიცირებული ცვლილებები მნიშვნელოვანია კომპრომისის მისაღწევად.
„კონსტიტუციური რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი, უახლოეს დღეებში მოხდება დამატებითი ინიცირება, ეს არის ის პირობა, რომელსაც ასრულებს მმართველი პოლიტიკური გუნდი და ესაა მნიშვნელოვანი კომპრომისის დემონსტრირებისთვის. ხაზი მინდა გავუსვა მათთვის, ვინც ამბობს, რატომ ხდება მიღებულ ცვლილებათა ცვლილება... ეს არაა ცვლილება, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ, ესაა ნაბიჯი, ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ კიდევ მეტი დათმობისთვის. მე არ ვიცი, რატომ არ უნდა იყოს ეს მხარდაჭერილი, არ მესმის, რატომ არ უნდა მოსწონდეს ეს ოპონენტს, რადგან ესაა ცვლილება, უპირველეს ყოვლისა, კონსოლიდირებისა და კომპრომისისთვის“, - განაცხადა ბესელიამ.
ახალი ცვლილებები ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, „ბონუსების“ სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით.