უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მაისი, 2018 16:55
font-size

ინკლუზიური განათლების თემაზე საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა

თემაზე „ინკლუზიური განათლების სისტემის განვითარება“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენცია გაიმართა.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კონფერენციის თბილისში ჩატარება საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარების მაღალმა დონემ განაპირობა. მონაწილეებმა, საქართველო სწორედ იმიტომ აირჩიეს, რომ ქართულ გამოცდილებას ადგილზე გაცნობოდნენ.

კონფერენცია სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) ორგანიზებით ჩატარდა და მასზე წარმოდგენილი იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ინკლუზიური განათლების მოდელი, მიმდინარე პროექტები, „ინკლუზიური განათლების განვითარების 2018-2021“ სტრატეგია და პრიორიტეტები. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, აუდიტორიას ინკლუზიური განათლების საკუთარი მოდელები, სისტემის სუსტი და ძლიერი მხარეები გააცნეს.

საერთაშორისო ორგანიზაციასთან ”გადავარჩინოთ ბავშვები” (Save the Children) საქართველოსთან თანამშრომლობა 1993 წელს დაიწყო და 25 წელია, საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით, წარმატებით ახორციელებს ბავშვთა დაცვის, ფორმალური და არაფორმალური განათლების, სოციალური და ეკონომიკური განვითარების და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროექტებს. ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს ისეთი საზოგადოების ფორმირებას, სადაც ყველა ბავშვს აქვს გადარჩენის, ზრუნვის, განათლების, ჯანდაცვისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის უფლება.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი