უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

21 თებერვალი, 2018 14:00
font-size

ინმეწარმეებისთვის საავანსო გადასახადების პრაქტიკას ვაუქმებთ - მამუკა ბახტაძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მეწარმეებს საავანსო გადასახადები გაუუქმდებათ.

ბახტაძემ განმარტება გააკეთა მთავრობის საგადასახადო ინიციატივის შესახებ, რომელიც 500 000-მდე ლარის ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის გადასახადის შემცირებას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ხვალიდან აღნიშნული ინიციატივის შესახებ მეწარმეებთან შეხვედრები დაიწყება.

„ჩვენ უკვე ერთი კვირის წინ დავაანონსეთ რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი და მასშტაბური საგადასახადო ინიციატივა, რომელიც შეეხება 120 000 მეწარმეს, რომლის მიზანია, ხელი შევუწყოთ საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებას და მთლიან ეკონომიკაში გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი.

ჩვენ, როგორც პრემიერმა განაცხადა, ვაპირებთ ძალიან აქტიური გრაფიკით ვიმუშაოთ მცირე და საშუალო მეწარმეებთან, რომ უკეთესად მოვახდინოთ მათი ინფორმირება, მივიღოთ უკუკავშირი, თუ როგორ შეგვიძლია კიდევ უფრო დავხვეწოთ აღმიშნული ინიციატივა. ხვალ დილის 11:00 საათიდან ვიწყებთ უკვე ფართო შეხვედრებს და შემდეგ გადავინაცვლებთ რეგიონებშიც“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გამარტივდება საგადასახადო ადმინისტრირება და მაქსიმალურად შეღავათიან რეჟიმზე მოხდება გადასვლა.

„მინდა შეგახსენოთ ყველას, აღნიშნული რეფორმის ძირითადი პრინციპები – პირველი არის, რომ ჩვენ ხუთჯერ ვამცირებთ გადასახადს. დღეს არსებული რეჟიმი ითვალისწინებს 5%-იან გადასახადს ბრუნვიდან და ეს ნიშნული ჩამოგვყავს 1%-მდე. ამასთან ერთად, ვზრდით თანხის მოცულობას 100 000-დან 500 000-მდე და შესაბამისად ყველა ინდივიდუალური მეწარმე, რომლის შემოსავალიც წლიურად არ იქნება 500 000 ლარზე მეტი, შეძლებს, ისარგებლოს შეღავათიანი რეჟიმით. აქვე მინდა განვმარტო, რომ ეს შეეხება ინდმეწარმეების თითქმის 100 პროცენტს. ამასთან ერთად, მნიშვნელოვნად ვამარტივებთ საგადასახადო ადმინისტრირებას. ფაქტობრივად, დამატებითი ბუღალტერიის წარმოება გაუუქმდებათ ჩვენს მეწარმეებს. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება არის, რომ საავანსო გადასახადები გაუქმდება. დღეს არსებული პრაქტიკა ითვალისწინებს წინასწარ გადასახადების გადახდას. აქაც ჩვენ მაქსიმალურად შეღავათიან რეჟიმზე გადავდივართ, აღნიშნულ პრაქტიკას გავაუქმებთ და თვის ბოლოს ექნებათ მეწარმეებს გადასახდელი გადასახადი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოდან ექსპორტი რუსეთში 28 პროცენტით, ევროკავშირის ქვეყნებში კი, 16 პროცენტით გაიზარდა

19 ივლისი, 2019 , 15:30

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტი რუსეთში 28 პროცენტით, ევროკავშირის ქვეყნებში 16 პროცენტით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი პროდუქცია საქართველოდან რუსულ ბაზარზე გავიდა. საუბარია

გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება

18 ივლისი, 2019 , 16:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენელმა, ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების შეთანხმე

ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები

18 ივლისი, 2019 , 15:45

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აქვეყნებს დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს "საფინანსო სექტო

აზიის განვითარების ბანკმა ეროვნულ ვალუტაში ორი ახალი ფასიანი ქაღალდი გამოუშვა

18 ივლისი, 2019 , 15:45

ლარით დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება სულ უფრო მიმზიდველი ხდება როგორც ქვეყანაში მოქმედი კომპანიებისთვის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვისაც. საქართველოში ეროვნულ ვალუტაში ფასიანი ქაღალდის გამოშვ

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა

17 ივლისი, 2019 , 10:15

საქართველოს ბანკის ჩართულობით და გალტ ენდ თაგარტთან პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავ

მწვანე ეკონომიკისა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ქვეყნის მდგრად ინკლუზიურ განვითარებას უზრუნველყოფს - ეკატერინე მიქაბაძე

16 ივლისი, 2019 , 16:25

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძის თავმჯდომარეობით სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო წრეების, კერძო სექტორი

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს