უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 დეკემბერი, 2020 14:35
font-size

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო - საქართველოში საერთაშორისო აიტი კომპანიები შემოდიან

2020 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით, საერთაშორისო სტატუსის მქონე IT კომპანიები ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით, რაც გულისმობს საშემოსავლო გადასახადის 15 პროცენტისა და 20 პროცენტის ნაცვლად ხუთი პროცენტით დაბეგვრას. ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, დადგინდა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის განსაზღვრისა და მისთვის ნებადართული საქმიანობის სახეები და ცალკეული ხარჯების ნუსხა.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში საქართველოში შემოდიან მსოფლიოს უმსხვილესი IT კომპანიები.

EPAM Systems-მა საქართველოში შვილობილი კომპანიის დასარეგისტრირებლად და საერთაშორისო კომპანიისთვის ახლადდადგენილი საგადასახადო შეღავათებით სარგებლობისთვის პროცედურები პირველმა დაიწყო. IT კომპანია წლიური $9 მილიარდიანი შემოსავლით ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზეა რეგისტრირებული და პირველია, რომელიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაინტერესდა. Exadel მეორე IT კომპანიაა, რომელიც მის საქმიანობას საქართველოში გადმოიტანს. 20 წლის წინ ამერიკაში, სილიკონ ველიზე დაარსებულიკომპანია დღეს 1000 თანამშრომელსა და 23 ოფისს აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. (აშშ, პოლონეთი, ლიტვა, გერმანია, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, უზბეკეთი.

„საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი მაღალი დონის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების შემოსვლა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, იშოვნონ მაღალანაზღაურებადი სამსახური. ასევე აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შეღავათებთან ერთად საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიებისთვის მიმზიდველი აღმოჩნდა ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მასშტაბური გადამზადების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საერთო ჯამში 3000 Iთ სპეციალისტი გადამზადდება. საერთაშორისო მასშტაბის ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო ოფიციალურ სერთიფიკატს შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ უფრო გაუმარტივებს საერთაშორისო კომპანიებში დასაქმებას“, – აცხადებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

იმისათვის, რომ კომპანიამ საგადასახადო შეღავათებით ისარგებლოს, უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება, ასევე შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ ორი წლის გამოცდილება.

კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების გათვალისწინებით ვიწყებთ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირებას - გიორგი გახარია

28 იანვარი, 2021 , 12:30

მიზანი, რომელსაც ჩვენ ვისახავთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მართვა იყოს კორპორატიული მართვის საუკეთესო პრაქტიკების და მაგალითების დონეზე, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სურვილი, ეს არის აუცილებლობა, გამოწვეული იმ ეკონომიკური მდგ

2021 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს - ეროვნული ბანკი

25 იანვარი, 2021 , 15:35

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.85 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.28 პროცენტია. „2021 წლის პირვ

მიწა არ უნდა იყიდებოდეს, განათლება უნდა ფინანსდებოდეს - ინტერვიუ ვლადიმერ პაპავასთან

23 იანვარი, 2021 , 12:22

წელიწადზე მეტია, საქართველოს ეკონომიკა მედიცინის მძევლად იქცა. როდის დასრულდება იძულებითი  მდგომარეობა არავინ იცის. დარგები,  რომლებზეც  ქვეყნის 

ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს

22 იანვარი, 2021 , 18:21

ვითიბი ბანკი, როგორც ბიზნესის #1 ქომაგი, ინტენსიურად ანვითარებს თანაშრომოლობას სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ პირებთან და ხელს უწყობს მცირე ფერმერული მეურნეობების ზრდასა და განვითარებას. ვითიბი ბანკის ფინანსური მხა

ბექა ფერაძემ ახალი პორტალი - labour.moh.gov.ge წარადგინა

22 იანვარი, 2021 , 16:10

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ახალი პორტალი- labour.moh.gov.ge წარადგინა, სადაც ბიზნესი ეკონომიკურ საქმიანობის აღდგენისას თანამშრომლების სავალდებულო ტესტირების მიზნით უნდა დარეგისტრირ

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა

22 იანვარი, 2021 , 12:20

2020 წელს მთავრობამ საშინაო და საგარეო ვალის სახით 7 მილიარდ ლარზე მეტი მოიზიდა. კერძოდ, როგორც 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული, საშინაო ვალდებულებები გაიზარდა 2 026 071.5 ათასი ლარით, რაც წლიური საპრო