უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 იანვარი, 2018 16:55
font-size

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლები კორეაში შეხვედრებს მართავენ

კორეის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია ეწვია, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი ზვიადაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს კორეის რესპუბლიკის მეცნიერების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მომავლის დაგეგმვის სამინისტროში, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე კორეის წამყვან კომპანიებსა და ინსტიტუტებში.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კორეის ტექნოპარკების ასოციაციას შორის. ხელმოწერის ცერემონიალი კორეის ერთ-ერთ უმსხვილეს დეჯონის ტექნოპარკში გაიმართა, რომლის დასრულების შემდგომ მხარეებმა ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს: ინოვაციების, ბიოტექნოლოგიების , ICT (საინფორმაციო და კომუნიკაციების ტექნოლოგიები), STEM( მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია და მათემატიკა) სფეროში გამოცდილების გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა; ქართველი სტარტაპებისა და ინოვატორების კორეის ბაზარზე შესვლის ხელშეწყობა; ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო აქტივობების ორგანიზება, როგორიცაა ფორუმები, სემინარები, ინკუბატორები/აქსელერატორები და კონფერენციები; სასწავლო პროგრამების შემუშავება; კორეის ტექნოპარკების ასოციაციის გამოცდილების გაზიარება საქართველოში ტექნოლოგიური გადაცემის ოფისის შექმნის პროცესში; ალტერნატიულ დაფინანსებაზე წვდომის მიზნით კორეის ენჯელ/ვენჩურულ ინვესტორებსა და ფონდებთან დაკავშირება და ქართველი სტარტაპებისთვის ფიჩინგ სესიების ორგანიზება.

ვიზიტის ფარგლებში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლებისთვის ასევე დაგეგმილია ელექტრომანქანების საჩვენებელი ტური Hyundai -ის ქარხანაში, შეხვედრა კორეის ტექნოლოგიური წინსვლის ინსტიტუტისა და კომპანია SELVAS Healthcare Co - ს დირექტორებთან.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2018 , 13:55

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, დენი ალექსანდრს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ორ

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების წლის ფარგლებში `სკოლა-ბანკის` პროექტში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგების გადამზადებას განაგრძობს

16 ოქტომბერი, 2018 , 11:00

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა ტრენინგს განაგრძობს. აღნიშნული ტრენინგები "სკოლა-ბანკის" პროგრამის ფ

ბრიტანული “Fear Group“-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

16 ოქტომბერი, 2018 , 11:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა.

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ოქტომბერი, 2018 , 17:00

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: 2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ოქტომბერი, 2018 , 17:00

საბანკო ზედამხედველობის თანამშმრომლობის ფარგლებში, დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და და

თუ თურქეთში ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდა, ვფიქრობთ, საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება - კობა გვენეტაძე

15 ოქტომბერი, 2018 , 15:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსურ გამოცემა Global Finance-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ თურქეთში ვითარება მეტად არ გამწვავდება, საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`