უკან

საზოგადოება

27 იანვარი, 2017 18:35
font-size

ინოვაციების სააგენტოსა და ნატოს საინფორმაციო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

27 იანვარს, ტექნოპარკში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამ დოკუმენტის საფუძველზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებით მხარეები უზრუნველყოფენ ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირებულობას და აღნიშნული სტრუქტურების შესახებ ცნობადობის გაზრდას.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებაზე საინფორმაციო ცენტრის ბენეფიციარმა ახალგაზრდებმა, აგვისტოს ომში დაღუპულ და დაჭრილ ჯარისკაცთა შვილებმა ტექნოპარკი დაათვალიერეს. ისინი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის მაღალტექნოლოგიური დაზგა-დანადგარების მუშაობას გაეცნენ და ინფორმაცია მიიღეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც მომავალში შესაძლოა საკუთარი სტარტაპების ჩამოყალიბებასა და განვითარებისთვის გამოადგეთ. ინოვაციების სააგენტოს, საინფორმაციო ცენტრისა და კომპანია „ტაქსიფაის“ დახმარებით, ასევე იგეგმება აღნიშნული ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ტრენინგები და კონსულტაციები.

აღნიშნული მემორანდუმის მიზანია საქართველოს მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პროცესში. ამ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე საინფორმაციო ცენტრი ჩაატარებს არაერთ ღონისძიებას, მათ შორის სემინარებს, გამოფენებსა და კონფერენციებს, რომელთა წარმატებით განხორციელებაში მათ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დაეხმარება.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი