უკან

ეკონომიკა

12 ნოემბერი, 2018 15:40
font-size

ინოვაციებზე დამყარებული მაღალი დამატებითი ღირებულებების სექტორების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის - გიორგი ქობულია

თბილისის ტექნოპარკში დღეს გლობალური მეწარმეობის კვირეული დაიწყო, რომელიც 18 ნოემბრამდე გასტანს. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ გახსნა. როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გლობალური მეწარმეობის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროექტია სამეწარმეო ეკოსისტემის ფორმირების, მეწარმეობის პოპულარიზაციისა და დამწყები ბიზნესის მხარდაჭერად.

პროექტის ფარგლებში, ყოველი წლის ნოემბერში, 170-ზე მეტ ქვეყანაში ერთდროულად იმართება 30 000-ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც 20 მილიონზე მეტი ადამიანი არის ჩართული. „გლობალური მეწარმეობის კვირეული“ გლობალური სამეწარმეო ქსელის მიერ ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანაორგანიზებით ხორციელდება. პროექტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.

კვირეულის მთავარი მიზანი და ამოცანა ახალგაზრდა ინოვატორების, მეწარმეების, მეცნიერების და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საერთაშორისო პლატფორმაზე თავისი პროდუქტისა და მომსახურების გატანაში ხელშეწყობაა. „დარწმუნებული ვარ, კვირეულის საქართველოში ჩატარება საუკეთესო საშუალება იქნება, რათა ქართველმა და საერთაშორისო სპეციალისტებმა ერთმანეთს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ, რაც სამომავლოდ ახალ ინოვაციურ ბიზნესიდეებსა და ბაზარზე კონკურენტუნარიანი სტარტაპების ჩამოყალიბებაში გამოიხატება“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა
ამასთან, გიორგი ქობულიას განცხადებით, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი სწორედ ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული იდეების კომერციალიზაციის ხელშეწყობაა.

გლობალური მეწარმეობის კვირეულის პროგრამაში ჩართული იქნება საქართველოს ყველა რეგიონული ტექნოპარკი თუ ინოვაციური ცენტრი. ისინი კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობებს უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი კვირეულის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გენდერის საკითხს მეწარმეობაში.

თბილისში საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება

15 დეკემბერი, 2018 , 17:20

15-16 დეკემბერს, თბილისში, საფერავის პირველი საერთაშორისო კონკურსი იმართება. ღონისძიების ორგანიზატორია ასოციაცია „ქართული ღვინო“, მხარდამჭერები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღ

ტექნოპარკში ProductTank ღონისძიებების სერია იწყება

15 დეკემბერი, 2018 , 14:50

2018 წლის 15 დეკემბერს, 16:00 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7) ProductTank ღონისძიებების სერია იწყება, რომელიც თბილისი სტარტაპ ბიუროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიებ

თიბისის ახალი სათავო ოფისის - “თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართება

15 დეკემბერი, 2018 , 14:10

17 დეკემბერს, 13:00 საათზე, თიბისის ახალი სათავო ოფისის - “თბილისის ბიზნესცენტრის” მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას თიბისის დამფუძნებლები და მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მ

ახალი სტარტაპები ჩვენი ქვეყნის განვითარების საწინდარია - გიორგი ქობულია

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო „თიბისი ბანკის“ მიერ ორგანიზებული ბიზნესდაჯილდოების ცერემონიაში და ნომინაციაში "წლის ქართული პროდუქტი" გამარჯვებული კომპანიის "გ

საქართველოში პირველად ხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

საქართველოში პირველადხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს, რომელიც ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და სახეობებისათვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატების (ბუნებრივი გარემო) დაცვის მართვის პროცესში ადიგენის 4 თემის ადგილობრივი

გიორგი ქობულია სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

15 დეკემბერი, 2018 , 13:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის წევრი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რომლებმაც მინისტრს რამდენიმე დღის წინ წერილით მიმართეს და სადაზღვევო ბაზრის გან

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`