უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 ოქტომბერი, 2022 15:08
font-size

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვების სექტემბრის შედეგების თანახმად, წინა თვესთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით შემცირდა - ეროვნული ბანკი

ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა გამოკითხვების სექტემბრის შედეგების თანახმად, წინა თვესთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები მცირედით შემცირდა.

კერძოდ, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის განმავლობაში ფასების ზრდას 8%-ზე მეტად ფიქრობს, ხოლო გაზრდილია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 6%-8%-იან ინტერვალში მოელიან. ამავდროულად, სექტემბერის თვეში მომატებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ ფასების ზრდა 0%-2%-თან ახლოს დააფიქსირეს.

„ამავე გამოკითხვის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები მცირედით დაკლებულია. შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც საშუალოდ მომდევნო სამი წლის მანძილზე უმეტესად ფასების 8%-ზე მეტად ზრდას ფიქრობენ. თუმცა წინა თვესთან შედარებით გაზრდილია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების ზრდას 6%-8%-იან ინტერვალში მოიაზრებდა.

გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილების მოლოდინი 1 წლიან პერიოდში შემცირებულია. კერძოდ, წინა თვესთან შედარებით დაკლებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასებს 8%-ზე მეტად გაზრდას ვარაუდობენ. მეორე მხრივ, მოიმატა იმ რესპოდენტთა რაოდენობამ, რომლებიც ფასების 2%-4%-იან ინტერვალში ზრდას ფიქრობენ.

ამავე გამოკითხვის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ცვლილებაზე გაზრდილია 0%-10%-ების ფარგლებში. თვიურად დაიკლო იმ რესპოდენტთა წილმა, რომლებიც ხელფასების ზრდას 30%-ზე მეტად ფიქრობენ. ამავე დროს გაიზარდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 0%-თან ახლოს მოიაზრებენ.

გამოკითხულთა აზრით, კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების ათვისების დონე (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) მიმდინარე თვეში წინა თვესთან შედარებით მცირედით გაზრდილია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი