უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
საზოგადოება
ინტერნეტის თავისუფლების თემაზე თბილისში დისკუსია გაიმართება 05.02.2013 10:00

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ინტერნეტის თავისუფლების თემაზე დისკუსიას გამართავს.

როგორც „მედიანიუსს“ ორგანიზაციიდან შეატყობინეს, შეხვედრა დღეს თბილისში, ევროპის სახლში მოეწყობა, სადაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წარმოადგენს ახალ ანგარიშს: „ინტერნეტის თავისუფლება –– ვინ აკონტროლებს საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორს?“

ანგარიში მოიცავს შემდეგ საკითხებს: ინტერნეტის მოხმარების სტატისტიკა საქართველოში; ინტერნეტში განხორციელებული საქმიანობის მეთვალყურეობა; სატელეკომუნიკაციო კომპანიების მფლობელობა და მათი ანგარიშვალდებულება მომხმარებლების წინაშე; ონლაინ მედია - მედიასაშუალებათა ფინანსური მდგრადობა.

ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელზეც სატელეკომუნიკაციო კომპანიების, სამთავრობო სტრუქტურებისა და ონლაინ მედია საშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტელეკომუნიკაციების სექტორის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრებენ. ღონისძიება დაფინანსებულია ორგანიზაცია „IREX”-ის G-MEDIA პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.