უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 16:00დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
არქივი
პოლიტიკა


ინტერპარტიული ჯგუფი პრეზიდენტისგან მოითხოვს, ვეტო დაადოს „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებს
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფი პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას მოითხოვს პარლამენტის მიერ მიღებულ „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ინტერპარტიული ჯგუფისთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვით პარლამენტში მაჟორიტარ დეპუტატს ფრაქციის შექმნის შემთხვევაში კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი ენიჭება და შესაბამისად, ბიუჯეტიდან დაფინანსებას მიიღებს.
„ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენლის, მამუკა კაციტაძის შეფასებით, აღნიშნული კანონი პოლიტიკური კორუფციის რისკს ზრდის.
„როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 18 აპრილს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც დააკანონა ახალი ნორმები პარტიათა დაფინანსების თაობაზე, რაც სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შევა 19 პარტიისგან ხელმოწერილი წერილი, აქედან 15 კვალიფიციური სუბიექტია, რომლებიც ვითხოვთ, რომ პრეზიდენტმა ამ უსამართლო კანონს დაადოს ვეტო. ეს ყველაფერი ხდება იმის პარალალურად, როცა პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მან სამართლიანობა უნდა დაამკვიდროს პარტიათა დაფინანსების წესში და ერთკაციან პარტიებს არ უნდა მიეცეს დაფინანსებაო და საკუთარ ერთკაციან პარტიებს საკმაოდ მსუყე დაფინანსებას უსაზღვრავს“,- განაცხადა კაციტაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა ამ ცვლილებას „პოლიტიკური კორუფცია“ უწოდა.
„ნებისმიერ პარტიას, რომელსაც გაყვანილი ეყოლება პარლამენტში ერთი მაჟორიტარი მაინც, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხმა აიღო არჩევნებში, პარტიამ გადალახა თუ არა კვალიფიციური სუბიექტის ბარიერი, აღარავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. თუ გაგყავს ერთი მაჟორიტარი, შემდეგ ხელისუფლება გასესხებს 5 დეპუტატს და შექმნი ფრაქციას, ფრაქციის დაფინანსება 300 ათასი ხომ არის ისედაც და ამას დაემატება 436 ათასი ლარი ყოველწლიურად დაფინანსება. ეს არის პოლიტიკური კორუფცია, სხვა ამას არაფერი არ ჰქვია“, - თქვა ახვლედიანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ თინა ბოკუჩავას შეფასებით, ქვეყნის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ამ საკანონმდებლო ცვლილებით ცდილობს, ხალხის ფულით იყიდოს მისთვის სასურველი საარჩევნო შედეგი.
„ჩვენი ამოცანაა, რომ შევიმუშაოთ ერთობლივი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შეუზღუდავს ივანიშვილის იმის შესაძლებლობას, რომ ისევ და ისევ ხალხის ფულით იყიდოს მისთვის სასურველი საარჩევნო შედეგი. ეს კანონი ემსახურება პოლიტიკურ კორუფციას და მოსყიდვას. ამიტომ პრეზიდენტს მივმართეთ თხოვნით, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება“, -აღნიშნა ბოკუჩავამ.
საკვანძო სიტყვები:

დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
3 მარტი, 2021 , 17:25

პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
3 მარტი, 2021 , 17:25

ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
3 მარტი, 2021 , 17:00

გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
3 მარტი, 2021 , 16:33

დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
3 მარტი, 2021 , 16:00

დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით თურქეთს ეწვევა
3 მარტი, 2021 , 12:20