უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

10 ოქტომბერი, 2018 14:45
font-size

იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს

მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და რეჟისორის იოსებ ბაკურაძის სპექტაკლი „ქარიშხალი“ შექსპირის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიწვიეს.

შექსპირის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერევანში იმართება და მონაწილეობას მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის თეატრი იღებს.

აღნიშნულ ფესტივალზე საქართველო უკვე მეორედ არის მიწვეული. გასულ წელს ქვეყნის სახელით რუსთაველის თეატრი წარსდგა. წელს კი ფესტივალის ორგანიზატორებმა მოძრაობის თეატრი მიიწვიეს.

ფესტივალის ჟიური მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნიდან მიწვეული თეატრმცოდნებისა და კრიტიკოსებiსგან არის დაკომპლექტებული. გამარჯვებულებს რამდენიმე კრიტერიუმით გამოვალენენ.

„ქარიშხლის“ რეჟისორის იოსებ ბაკურაძის თქმით, ქარიშხალი შექსპირის უკანასკნელი და ყველაზე ჯადოსნური პიესაა.

„ ეს ჩემი პირველი დადგმა იყო შექსპირის პიესებიდან, რომელიც შექსპირის საიუბილეო წელიწადს დავდგი. შექსპირის საიუბილეო წელიწადს მინდოდა ახალი სპექტაკლი დამედგა და ”ქარიშხალი” განვახორციელე, რადგან დასის შემადგენლობა მაძლევდა საშუალებას ყველაზე ჯადოსნური პიესა დამედგა შექსპირის პიესებიდან. მოძრაობის თეატრის სპეციფიკაც იძლეოდა ამის საშუალებას, რომ უსიტყვოდ გადმოგვეცა შექსპირის უკანასკნელი პიესის სიუჟეტი”, - აღნიშნავს იოსებ ბაკურაძე,

მოძრაობის თეატრი ერთგვარი ჟანრების თეატრია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ცეკვას, მიმოდრამას, აკრობატიკას, პანტომიმას, ფიზიკურ თეატრს, ბალეტს, საბრძოლო და საცირკო ელემენტებს, ფოლკლორს და საავტორო მუსიკას. ამ სპეციფიკიდან გამომდინარე გამომდინარე სანახაობა ერთნაირად საინტერესოა ყველა ასაკისა თუ ეროვნების მაყურებლისათვის.

„განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

21 ოქტომბერი, 2019 , 10:27

ცეკვა „განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ Facebook-ზე გაავრცელა. ცეკვა „განდაგანა“ ა

მოდელისთვის ახალი FLYING SPUR ბენტლიმ წარადგინა სპეციფიკაცია BLACKLINE

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

-სპეციფიკაცია  Blackline ახალი   Flying Spur-სთვის: კიდევ უფრო მკვეთრი ვიზუალი ოთხკარიანი მდიდრული ბენტლის გრან ტურერისთვის.   -ახალ ბენტლი Flying Spur იდეალურ შესაბამისობაშია ლიმუზინისთვის დამახასიათ

მოძრაობის თეატრში ქართულ-ამერიკული სპექტაკლის პრემიერა გაიმართება

12 ოქტომბერი, 2019 , 10:55

დღეს, მოძრაობის თეატრში (მუშტაიდის პარკი), ქართულ-ამერიკული სპექტაკლის - „თამადამანჰეტენზე“ პრემიერა გაიმართება. როგორც „მედიანიუსს“ „მოძრაობის თეატრიდან“ აცნობეს, ღონისძიებას გახსნის

ამიერკავკასიაში საქართველო ყველაზე ნაკლებად დაექვემდებარა ტროიანელი-კრიპტოგრაფების თავდასხმას

2 ოქტომბერი, 2019 , 14:15

2019 წლის მეორე კვარტალში, საქართველოს კომპიუტერების მომხმარებლების 0.37% თავს დაესხნენ მავნე ტროიანელი კრიპტოგრაფები, სომხეთში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 0.57%, ხოლო აზერბაიჯანში - 0.85%. ამის შესახებ იტყობინება კომპანია

ლელა წურწუმიამ `ვიხსენებ ყველაფერს თავიდან` აფხაზურად შეასრულა (ვიდეო)

27 სექტემბერი, 2019 , 14:00

მომღერალმა ლელა წურწუმიამ ყველასათვის საყვარელი სიმღერა - "ვიხსენებ ყველაფერს თავიდან" აფხაზურად შეასრულა.