უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
- 24.04.2024 13:01საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება
- 24.04.2024 12:38მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`
არქივი
საზოგადოება
იპოთეკით დაზარალებულები გლდანში მდებარე სკოლაში შეიჭრნენ
უსახლკაროდ დარჩენილი 30-მდე ოჯახი ე.წ. კონიაკის დასახლებაში სკოლა-ლიცეუმის შენობაში შეიჭრა.
ოჯახები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ.
,,დროებით თავშესაფარს მოვითხოვთ იქამდე, სანამ მუდმივი გვექნება, რომ ღია ცის ქვეშ ბავშვები არ გვყავდეს, არ ათოვდეთ და არ აწვიმდეთ“, - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.
ადგილზე ვითარებას გლდანის გამგებელი გაეცნო და მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა, თუმცა ჯერჯერობით შეჭრილები ტერიტორიას არ ტოვებენ.
,,ეს ტერიტორია მოგეხსენებათ არის სახელმწიფოს საკუთრება. აქ არის სკოლა-ლიცეუმი ,,მერმისი“ განთავსებული. ბუნებრივია, ადმინისტრაცია შესაბამის ზომებს მიიღებს. პირველ სართულზე კი, დევნილთა სამინისტროს აქვს ნივთები, საწყობად იყენებს და თავისთავად აქ არ შეიძლება ადამიანების შესვლა. მათ გატეხეს ეს შენობა და ბუნებრივია, მოხდება გამოსახლება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გლდანის გამგებელმა, დიმიტრი ორმოცაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი