უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

17 თებერვალი, 2020 20:33
font-size

იქ არანირი საფუძველი არ ყოფილა, რომ ოდესმე ამ საკითხზე დაიწყოს გამოძიება — ირაკლი შოთაძე

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესცენტრში მამუკა ხაზარაძის და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრაზე არაფერი ყოფილა ისეთი, რაც გამოძიების საფუძველი გახდებოდა.

"კიდევ ერთხელ განვმეორდები, ამ შეხვედრაზე მოვხვდი შემთხვევით, მე ამ საუბრებში მონაწილეობა არ მიმიღია, ეს ჩემი სიტყვები არ არის, შეგიძლიათ მონაწილე მხარეებსაც ჰკითხოთ. მე არ მახსოვს ხაზარაძის სასარგებლო რა ვთქვი იქ, მაგრამ, როგორც მახსოვს, საერთოდ არ ჩავრეულვარ ამ საუბარში. რამე რომ ყოფილიყო ისეთი ამ შეხვედრაზე, რომელიც მე მაფიქრებინებდა, რომ ეს შესაძლებელია წინააღმდეგობაში მოვიდეს პროკურორის ეთიკასთან, მე ამ შეხვედრას დავტოვებდი... შემიძლია გითხრათ, რომ იქ არანირი საფუძველი არ ყოფილა, რომ ოდესმე ამ საკითხზე დაიწყოს გამოძიება — თქვა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძემ ამ თემაზე კითხვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უპასუხა. მისი თქმით, გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს კერძო შეხვედრები ჰქონდეს, თუ ეს შეხვედრები მის საქმიანობას არ ეხება.

„მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს კერძო შეხვედრები აწარმოოს, როდესაც ეს შეხვედრები მის სამსახურეობრივ საქმიანობას არ ეხება, არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებთან, ბრალდებასთან, ეს არის გენერალური პროკურორის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამ უფლებებს ვერავინ შეზღუდავს. თუ თქვენ, პარლამენტარები ბრძანდებით და ფიქრობთ, რომ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა არასამსახურეობრივ საქმიანობის გარეთ, პირადი შეხვედრები განახორციელოს და ასე შემდეგ, მაშინ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა აისახოს, ეს არის ჩემი პასუხი“,-განმარტა შოთაძემ.

შეგახსენებთ, რომ 12 სექტემბერს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის სასახლეში შეხვედრას გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.

მოგვიანებით აღნიშნული თავად შოთაძემაც დაადასტურა.

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი