უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 ივლისი, 2017 15:24
font-size

იქ უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა - ილია ლეჟავა სარკინიგზო გვირაბების მშენებლობის ადგილზე

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილის, ილია ლეჟავას განცხადებით, მათმა ინსპექტორებმა მაისში სარკინიგზო გვირაბების მშენებლობის ადგილი მოინახულეს. ლეჟავას თქმით, იქ უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცული არ იყო. მისივე ინფორმაციით, ვენტილაციის პრობლემა, რომელიც შემოწმებისას იყო დაფიქსირებული და მუშებს სამუშაოს შესრულებას ურთულებდა, დღემდე არაა მოწესრიგებული.

„ჩვენ იქ ვნახეთ, რომ გვირაბის მშენებლობა უხარისხოდ მიმდინარეობდა და ნორმები სათანადოდ არ იყო დაცული. სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ ეს ყოველივე ადგილზე. გვირაბში ვენტილაცია არ იყო მოწყობილი და მუშებს სუნთქვა უჭირდათ. იქ ყოფნისას ჩვენ გავაჩერეთ მუშაობა და განვაცხადეთ, რომ მუშაობა არ განახლდებოდა, ვიდრე ვენტილაციის პრობლემა არ მოგვარდებოდა. მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აფეთქებიდან საათნახევარი გარეთ იქნებოდნენ მუშები და შემდეგ შევიდოდნენ, როდესაც ვენტილაცია გაუმჯობესდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, იქ ვენტილაცია დღემდე არ გაუმჯობესებულა. ასევე, ელექტროსადენები იყო შიშველ მდგომარეობაში. იქ უსაფრთხოების თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა“,- განაცხადა ლეჟავამ.

ლეჟავას ინფორმაციით, ხარაგაულში გვირაბის მშენებლობას ჩინური კომპანია „ჩინეთის რკინიგზის 23-ე უბან“ აწარმოებს.

შეგახსენებთ, ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს, გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა და ნანგრევებში ორი მუშა: თამაზ ტალახაძე და ვალერი კაკიაშვილი მოჰყვა.

რა გახდა გვირაბის ჩამოშლის მიზეზი, ჯერჯერობით დადგენილი არაა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო-სამშნებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი