უკან

პოლიტიკა

14 აგვისტო, 2018 09:00
font-size

იქმნება ძალიან არაორდინალური მდგომარეობა, რომელიც ხელს აძლევს ხელისუფლებას - „ევროპული საქართველო“ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეიცვალოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების რეკლამის განთავსება აეკრძალათ.

კახიძის თქმით, პარტიის მოწოდებას მედიასაშუალებები, საარჩევნო ადმინისტრაცია და არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობოები უერთდებიან.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ ხელისუფლებას აწყობს.

„კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს აუკრძალა პოლიტიკური პარტიების რეკლამის განთავსება არასაარჩევნო პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიები მოკლებული არიან შესაძლებლობას, განათავსონ რეკლამა იმ საკითხებზე, რომელიც ეხება პარტიის პროგრამას, ეხება მათ საკანონმდებლო ინიციატივებს, ეხება სხვადასხვა საპროტესტო აქციასა თუ პარტიის ყრილობას. იქმნება ძალიან არაორდინალური მდგომარეობა, რომელიც ხელს აძლევს ხელისუფლებას, რომელიც შეუზღუდავად ათავსებს საკუთარ რეკლამებს და მათ სოციალური რეკლამის სტატუსი აქვთ. ამიტომ, „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ეს აბსოლუტურად უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მარეგულირებელმა კომისიამ და პირადად ბატონმა ბექაურმა, დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს და შეიცვალოს. ამისთვის „ევროპულმა საქართველომ“ მიმართა უწყებათაშორის საბჭოს, რომ გაიცეს შესაბამისი რეკომენდაცია.

მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენს პოზიციას იზიარებს პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალება, საარჩევნო ადმინისტრაცია, ყველა ის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მუშაობენ არჩევნების საკითხებზე. ეს მდგომარეობა ართმევს საშუალებას მედიაორგანიზაციებს, რომ მიიღონ შემოსავალი, განახორციელონ შეუფერხებლად სამეწარმეო საქმიანობა და ამავე დროს ართმევს საშუალებას პოლიტიკურ პარტიებს, რომ თავიანთი გზავნილები მიაწოდონ მასმედიის საშუალებით მოქალაქეებსა და მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ესაა აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მარეგულირებელმა კომისიამ და ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, რაც შეეძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს და აღდგეს სამართლიანი საარჩევნო გარემო ამ საკითხთან მიმართებით“, - განაცხადა კახიძემ.

„კართაგენი უნდა დაინგრეს“, „ნაციონალური მოძრაობა“ კი უნდა გასამართლდეს და გასამართლდება კიდეც - სოზარ სუბარი

19 მარტი, 2024 , 12:51

ყველაფერი, რაც აგვისტოს ომს უკავშირდება, არის უმძიმესი დანაშაული, სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიძიოთ, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა

„ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:43

„ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან, – ამის შესახებ საქარ

ირაკლი ჩიქოვანი დანიის სამეფოს ელჩსა და თავდაცვის ატაშეს შეხვდა

19 მარტი, 2024 , 12:04

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დანიის სამეფოს ელჩთან, ანე ტოფტ სორენსენსა და თავდაცვის ატაშესთან, პოლკოვნიკ იენს ერიკ ჰიორტთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ირაკლი ჩიქოვანმა დანიურ მხარეს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლო

სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

18 მარტი, 2024 , 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის

იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

18 მარტი, 2024 , 18:24

დღეს, 18 მარტს, ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა.  პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა აუდიენცია გაფართოებული შემადგენლობით გამართ

პარლამენტი მიმდინარე კვირას პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებს

18 მარტი, 2024 , 17:13

პარლამენტის ბიურომ 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი განსაზღვრა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, 19 მარტს, სხდომაზე პარლამენტის წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ კანონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი