უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 დეკემბერი, 2018 16:00
font-size

იქნებ დავიწყოთ 1993 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულების დენონსირების პროცესი - აკაკი ზოიძე დიმიტრი მედოევის განცხადებაზე

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის აზრით, 1993 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დენონსირების პროცესი უნდა დაიწყოს.

აკაკი ზოიძე პარლამენტის სხდომაზე, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავამ კომიტეტის მუშაობის ანგარიში წარადგინა, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის განცხადებას გამოეხმაურა და პოლიტიკური ცინიზმით აღსავსე უწოდა.

„გუშინ გავრცელდა მორიგი პოლიტიკური ცინიზმით აღსავსე, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, განცხადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელის, მედოევის, თითქოს, ქართველები არიან მოვალე, რომ რეაბილიტაციაში მიეღოთ მონაწილეობა. არც ვიცი, მისი თანამდებობა, რადგან რა თანამდებობა უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, რომელიც ეთნიკური წმენდის შედეგად არის ჩამოყალიბებული. იყო 93 წლის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჩვენ მოვალე ვართ, უფასო მკურნალობა ჩავუტაროთ ჩვენს ოს მოქალაქეებს და კიდევ ვალი გვაქვს თურმე ე.წ. სამხრეთ ოსეთის, რომ რეაბილიტაციაში და კორუფციული რეჟიმის კეთილმოწყობაში მივიღოთ მონაწილეობა. მე გთხოვდით, იქნებ შევძლოთ და დავიწყოთ ამ ხელშეკრულების დენონსირების პროცესი“, – მიმართა ზოიძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას პარლამენტის სხდომაზე.

მისი შეფასებით, რა თქმა უნდა, ოკუპანტთან მსგავს თემებზე დადებული ხელშეკრულება არ მუშაობს, მაგრამ უნდა მოხდეს მისი დენონსირება, რათა ოკუპანტებსა და მათ მარიონეტებს ცინიზმის საფუძველი არ ჰქონდეთ.

ზოიძის თქმით, ოკუპირებული ცხინვალის მაცხოვრებლები საქართველოს მოქალაქეები არიან, ამიტომ საქართველოს მთავრობა მათ მკურნალობს.

მის განცხადებას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც სოფო ქაცარავამ აღნიშნა, ის მზადაა, შესაძლო საპასუხო ზომები განიხილოს.

1993 წლის 14 სექტემბერს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის დაზარალებულ რაიონებში ეკონომიკის აღდგენის შესახებ. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი მედოევის მტკიცებით, შეთანხმებაში საუბარია 34 მილიარს 200 მილიონ რუბლზე, რომლის 2/3-ის გადახდის ვალდებულება ქართულმა მხარემ აიღო.

„მომავლის გზის მშენებლობა – საქართველო და უკრაინა“ - ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა

12 ოქტომბერი, 2019 , 12:27

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა რიგის 2019 წლის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ღონისძიება უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ბალტიის ზღვის რეგიონში მთავარი წამყ

ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობას ულოცავს

12 ოქტომბერი, 2019 , 11:20

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის

აზერბაიჯანი და საქართველო დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან - ილჰამ ალიევი

11 ოქტომბერი, 2019 , 16:45

აზერბაიჯანი და საქართველო დღეს უმნიშვნელოვანესი და უახლოესი პარტნიორები არიან, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. „აზერბაიჯანი და საქართველო,

ვახტანგ გომელაურმა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან შეხვედრა გამართა

11 ოქტომბერი, 2019 , 15:45

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების ელჩთან ესა აბდულა ალ ბაშა ალ ნოაიმისთან შეხვედრა გამართა. როგორც „მედიანიუსს“ შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა

საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

11 ოქტომბერი, 2019 , 15:20

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სედათ ონალთან. შეხვედრისას მხარეებმა მიმოიხილეს დღის წესრიგში არსებული ორმხრივ

შინაგან საქმეთა მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა

11 ოქტომბერი, 2019 , 13:10

შინაგან საქმეთა მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში უნგრეთის ელჩს, ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ ნაყოფიე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

“გავრილოვის ღამის” საქმის მთავარი ფიგურანტის შიშველი სიმართლე - ნიკა მელია პოლიტიკური კულუარების დღემდე უცნობ ისტორიებით