უკან

კომენტარი

7 დეკემბერი, 2018 17:10
font-size

იქნება იგი თუ არა საპარლამენტო მდივანი, ესეც ჯერ კიდევ გაურკვეველი საკითხია - გია ვოლსი დიმიტრი გაბუნიაზე

„ქალთა მოძრაობის“ მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილმა საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნის გადაწყვეტილებას უნდა გადახედოს, გია ვოლსკი ეხმიანება.

„როცა ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ადამიანის პოზიციას იცავს, ეს არ ნიშნავს, რომ მის ქცევაშიც გარკვეული პოზიცია უნდა განვჭვრიტოთ შორეულ მომავალში. მით უმეტეს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ კონკრეტულ ადამიანზე, სანამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ დადგება.

მეორე საკითხია, რომ თემა გადაწყვეტილი არ არის და ამის სკანდალიზაცია უადგილოა. მე ვფიქრობ, მკაფიო და მკაცრი განცხადებებისგან ჯერჯერობით ყველამ თავი უნდა შეიკავოს. მე არ ვარ გაბუნიას ადვოკატი, თუმცა ვფიქრობ, რომ გარკვეულ ინტერპრეტაციას დაექვემდებარა მისი გამონათქვამი. ისე წარმოაჩინეთ სიტუაცია, თითქოს იმან აღიარა თავისი დანაშაული და ადვოკატი ამ დანაშაულზე საუბრობს, რომ ეს დანაშაული არაფერს წარმოადგენს და არც ერთი ნიშნით არ შეიძლება იყოს ის გამტყუნებული. ასე წარმოადგენენ თავის პოზიციას. ამ დროს გაბუნია ამბობს, რომ შესაძლოა ასეთი მიმოწერა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს და ეს არ ნიშნავს, რომ დანაშაულის ნიშნები არის სახეზე.

მე კიდევ ვიმეორებ, ინტერპრეტაციაა ამ საკითხისა არ ეხება არც გია ვოლსკის და არც ნებისმიერ სხვა პოლიტიკოსის სასაუბრო თემებს. არსებობს საკითხები, რომელიც სასამართლოს მიერ არის შესაფასებელი, მაგალითად იყო თუ არა დამნაშავე ადამიანი, ვისაც გაბუნია იცავდა. ვფიქრობ, მისი პოზიციები ამ საკითხზე ინტერპრეტირებულია, თუმცა იქნება იგი თუ არა საპარლამენტო მდივანი, ესეც ჯერ კიდევ გაურკვეველი საკითხია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: ჩანს, რაღაც სერიოზული გამორჩა ოცნების მმართველს...

18 ივნისი, 2019 , 10:35

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს შესაძლო გადაყენებას ეხმაურება. „სერიიდან: ის, რაც

ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი არის ქრისტიანული რაზმი - დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი

17 ივნისი, 2019 , 16:01

დეკანოზი ტარიელ სიკინჭილაშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის ინიციატივით შექმნილი რაზმი ქრისტიანული რაზმია. მისი თქმით, ვასაძის მიერ დაანონსებულ რაზმს შეუერთდა. „ვიყავი ვერის ბაღში და ჩავეწერე მოხალისეთა სი

გუნდში განახლება და ახალი სისხლი იქნება - მამუკა ბახტაძე

17 ივნისი, 2019 , 15:35

„მოდით მოვლენებს წინ არ გავუსწროთ,“ - ამ განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა. მამუკა ბახტაძემ არც უარყო და არც დაადასტურა

სახელმწიფო და მისი წესრიგი თუ მოიშალა ამ მართლა ლეგიონის და კომბლეების მიერ, ოხრად დაგვრჩება სხვა ყველაფერი - დეკანოზი თამაზ ლომიძე

17 ივნისი, 2019 , 15:00

ახალმხედრიონელები კიდევ ერთხელ ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ და ქაოსში გადაჩეხონ ქართული სახელმწიფო, – ამის შესახებ დეკანოზმა, მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამ

არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან.- სალომე ზურაბიშვილი

15 ივნისი, 2019 , 14:52

მე ვარ ყველას პრეზიდენტი, არავინ უნდა უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხრიდან,– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაცია

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლებაა, სუვერენული არჩევანი - ზურაბ აბაშიძე

14 ივნისი, 2019 , 10:14

საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა ჩვენი სუვერენული უფლება და არჩევანია, – ასე ეხმაურება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო