უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მარტი, 2017 12:45
font-size

ირაკლი აბესაძე მერებს მოუწოდებს, სამარშრუტო ტაქსების მფლობელ კერძო კომპანიებთან მგზავრობის ტარიფზე მსჯელობის პროცესი გამჭვირვალე გახადონ

“ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე საქართველოს დიდი ქალაქების მერებს მოუწოდებს, სამარშრუტო ტაქსების მფლობელ კერძო კომპანიებთან მგზავრობის ტარიფზე მსჯელობის პროცესი გამჭვირვალე გახადონ.

ირაკლი აბესაძემ და „მოძრაობა თავისუფლებისათვის - თბილისი“ თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს მთავრობის 2 მარტის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრეს, რომლითაც სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობა რეგულირებადი სფერო გახდა.

ირაკლი აბესაძის თქმით, საქართველოს დიდი ქალაქების, მათ შორის თბილისის, რუსთავის, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის მერიაში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს მსჯელობა, თუ როგორ უნდა განისაზღვროს მიკროავტობუსების ტარიფები.

„შესაბამისად, უცნობია, მაგალითად, თბილისში გაიზრდება თუ არა ტარიფი მიკროავტობუსებზე, შენარჩუნდება თუ არა ის 10-თეთრიანი ზრდა, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ კომპანიამ გამოაცხადა. მაშინ თბილისის მერია აცხადებდა, რომ ამასთან არაფერ შუაში იყო. ახლა საინტერესოა, მერიის პოზიცია რა იქნება, დაადასტურებს და დაამტკიცებს თუ არა იმ გაზრდილ ტარიფს, რომელიც მიკროავტობუსებში არსებობდა. ზოგადად თბილისის, რუსთავის, ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და სხვა ქალაქების მერებს მოვუწოდებთ, მაშინ როდესაც ცხოვრების ყველა სფეროში ფაქტობრივად გაძვირებულია ფასები, მაშინ როდესაც ადამიანებს უფრო მეტად უჭირთ ყოველდღიური ხარჯების გასტუმრება, უფრო გამჭვირვალე გახადონ ტარიფზე მსჯელობის პროცესი, არ დაუშვან ტარიფის გაზრდა და რაც მთავარია, მასში ჩართული იყოს საკრებულოს ოპოზიციონერი წარმომადგენლები იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის ყველა დეტალი კომპანიებთან მერიის მოლაპარაკების შესახებ იყოს ცნობილი“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი