უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივლისი, 2020 15:50
font-size

ირაკლი ჩიქოვანი - დღეიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები

ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში დაფიქსირდა ორი ახალი შემთხვევა Covid-19-ით ინფიცირებისა, ორივე შემთხვევა არის იმპორტირებული შემთხვევა და გადაყვანილები არიან შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან, 6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან და დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება.

„ დღეისთვის, საქართველოში ჯამში დაავადებულთა რაოდენობამ მიაღწია 953-ს, აქედან 850 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა და დატოვა სამედიცინო დაწესებულება, სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ 15 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, 3 903 ადამიანი იმყოფება საკარანტინო პირობებში, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ ჩვენ გვყავს 202 პირი. აქვე მინდა, შეგახსენოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა საკოორდინაციო საბჭოს წინა სხდომებზე და შევახსენო საზოგადოებას, რომ უკვე დღეიდან, 6 ივლისიდან შესაძლებელია ტრენინგებისა და კონფერენციების ჩატარება დახურულ სივრცეშიც, ასევე, გაიხსნა პროფესიული სასწავლებლები, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი შემოწმება ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან. დასაშვები გახდა ღია სივრცეში არსებული ატრაქციონების ფუნქციონირება. მინდა, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ ეს შემსუბუქებები, რომლებზეც ჩვენ გვაქვს საუბარი აუცილებელია, განხორციელდეს ყველა იმ რეკომენდაციისა და პროტოკოლის დაცვით, რომელიც აქვს ჯანდაცვის სამინისტროს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის შედეგები, რომლებიც დღეს გვაქვს მიღწეულ იქნა სწორი, თანმიმდევრული ქმედებებით, არ შეიძლება ამ ეტაპზე უგულებელყოფა იმ რეგულაციებისა, რა რეგულაციებიც გვაქვს ქვეყანაში“,- განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი