უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 აგვისტო, 2017 18:10
font-size

ირაკლი ფირცხალავამ დაასახელა კონკრეტული პირები, ვის საქმეშიც ირაკლი მამალაძე როგორც აგენტი მონაწილეობდა - ადვოკატი

ირაკლი ფირცხალავამ დაასახელა კონკრეტული სახელი და გვარები, ვის საქმეშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა როგორც აგენტი, - განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, მია ზოიძემ.

მისი თქმით, ყოფილი სამართალდამცველმა და ამჟამად მსჯავრდებულმა, ირაკლი ფირცხალავამ დეტალურად დაასახელა იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც ირაკლი მამალაძის ჩართულობით დაიჭირეს.

ადვოკატის ინფორმაციით, ირაკლი ფირცხალავამ სასამართლოზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ ე. წ. ციანიდის საქმეში მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე ერთ-ერთი ტელეკომპანიიდან სწორედ იმ მიზეზით გაათავისუფლეს, რომ ის ფარულად იწერდა საკუთარ თანამშრომლებს.

,,ვინაიდან ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა ამ წუთებში მიმდინარეობს, მე სახელებსა და გვარებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა გეტყვით, რომ მოწმემ დაასახელა კონკრეტული პირები, ვის საქმეშიც ირაკლი მამალაძე როგორც აგენტი მონაწილეობდა. გეტყვით იმას, რომ ეს პირები ცნობილი არიან საზოგადოებისთვის. საუბარი იყო ასევე იმ ადამიანებზე, რომლებიც დაიჭირეს ირაკლი მამალაძის ჩართულობით. მოწმემ ისაუბრა ასევე, თუ როგორ გაათავისუფლეს ერთ-ერთი ტელევიზიიდან, რადგანაც ის ფარულად იწერდა საკუთარ თანამშრომლებს,” - განაცხადა ადვოკატმა მია ზოიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება - მოსამართლის გადაწყვეტილება

25 აპრილი, 2024 , 13:33

ე.წ. პიჯაკების საქმის მოსამართლის, ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, მომდევნო პროცესიდან, დარბაზში დამსწრე პირთა რაოდენობა შეიზღუდება. გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც  "ვივა მედიდან" მიხეილ საა

საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

25 აპრილი, 2024 , 12:59

ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურის და სამი ქვეყნის კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ევროკავშირის ქვეყნებში არსებული ბიბლიოთეკებიდან ძვირ

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს

25 აპრილი, 2024 , 10:43

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს. „საქმეზე ჩატარე

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი