არქივი
სამართალი
ირაკლი ფირცხალავას მეუღლე პოლიტიკურ თავშეფარს ითხოვს
ე.წ კორტების საქმეზე მსჯავრდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე, ნინო ხვიტია პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
როგორც ხვიტიამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ კორტების საქმის მთავარი მოწმე კობა გოგატიშვილმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დეტალებიც იცოდა.
ნინო ხვიტია მიმართავს პრეზიდენტს და სახალხო დამცველს, რომ საქმის დეტალებით დაინტერესდნენ და ბრალდებულის ოჯახი, ხელისუფლების ზეწოლისგან დაიცვან.
„მივმართავთ პრეზიდენტს და სახალხო დამცველს, რომ დაგვეხმაროს იურიდიულად იმ დოკუმენტების გაფორმებაში, რაც საჭიროა მოქალაქეობის ჩამორთმევისთვის, საქართველოს მოქალაქეობაზეა საუბარი და შემდეგ, ჩვენ მივმართავთ ამერიკის და ევროპის სახელმწიფოების საელჩოებს, რათა მოვითხოვოთ პოლიტიკური თავშესაფარი. ეს ინფორმაცია ეხება უკვე, არა მარტო კორტების საქმეს, არამედ იური ვაზაგაშვილის საქმესაც. ამ ინფორმაციის გამოძიებას ითხოვს ჩემი მეუღლე“,- განაცხადა ნინო ხვიტიამ.
მონიკა დავლიანიძე