უკან

კომენტარი

15 სექტემბერი, 2021 13:26
font-size

ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერებზე - ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ...სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს

ეს არის პირდაპირ შეთქმულება სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ, დესტრუქციული ოპოზიციის მიერ, სააკაშვილის და სამწუხაროდ, იკვეთება სხვა მოღალატეების კვალიც მთელს ამ შეთქმულებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჩანაწერების საქმეს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს.

„ჩვენს მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ეს არის პირდაპირი მტრობა ეკლესიის, მღვდელმთავრების წინააღმდეგ. ეს არის მცდელობა მათი დისკრედიტაციის. ეს არის შეთქმულება ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რაც არის ყოვლად დაუშვებელი და რა თქმა უნდა, სახელმწიფო კანონის სახელით გასცემს პასუხს და ყველას და ყველაფერს დაარქმევს სახელს. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ თქვენი ტელევიზიები ამ ყველაფერს უკეთებენ ტირაჟირებას, ამ ტყუილ-მართალს და ახდენთ დისკრედიტაციას ეკლესიის და მღვდელმთავრების. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობა.

ეს არის ბოლო მცდელობა სააკაშვილის და ოპოზიციის, იმიტომ, რომ იციან რა, ისინი მარცხდებიან, თანაც სასტიკად მარცხდებიან ყველგან, ყველა ქალაქში. ერთის მხრივ, ვუყურებთ, რომ არჩევნებისთვის მზადება საერთოდ არ აქვთ, იმიტომ, რომ იციან, აზრი არ აქვს მათ ჩართულობას ამ არჩევნების კამპანიაში, იმიტომ, რომ აგებენ 2 ოქტომბერს. ყველაფერი გამიზნულია არჩევნების მეორე დღისთვის, რომ რაღაც გარკვეული პროვოკაციები მოაწყონ არჩევნების დღესაც და არჩევნების მეორე დღეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფო არ დაუშვებს არავითარ პროვოკაციას. ყველა ამ შეთქმულებაში მონაწილე პირს, ყველა მოღალატეს და მტერს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკლესიის, გავცემთ ძალიან მკაცრ პასუხს.

მე არ მითქვამს, რომ ოპოზიცია წერს, ეს არის ძალიან პრიმიტიული შეფასება და არ გამოგყვებით ამ პროვოკაციულ კითხვაზე. თქვენი ხელწერა, ნაციონალური მოძრაობის, სააკაშვილის და სამწუხაროდ, სხვა მოღალატეებიც შეუერთდნენ სააკაშვილის დიდ გუნდს, არის ფალსიფიკაცია და ფაბრიკაცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ეს ორგანიზაცია, როგორც ბოროტების ჩამდენი, უნდა დასრულდეს, როგორც პარტია, პოლიტიკურად უნდა განულდეს „ნაცმოძრაობა“ - ირაკლი ღარიბაშვილი

19 ოქტომბერი, 2021 , 19:16

ჩვენ, როდესაც ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველს ვესაუბრებით, ვესაუბრებით „ნაცმოძრაობის“ ლიდერების მძიმე დანაშაულებზე, მათ მძიმე წარსულზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მ

მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტს ეხმაურება

19 ოქტომბერი, 2021 , 16:13

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის, ლოიდ ჯ. ოსტინის ვიზიტი საქართველოში, ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ურყ

აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას, ჩვენ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია - ირაკლი ღარიბაშვილი

19 ოქტომბერი, 2021 , 15:55

სრული პასუხისმგებლობით გიდასტურებთ, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან შეხვედრისას, ჩვენ პატიმრებზე, მათ შორის არც პატიმარ სააკაშვილზე არავითარი საუბარი არ გვქონია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშ

ჩვენ შეგვიძლია სააკაშვილის და მისი პარტიის წარმომადგენლების ჩანაწერი ამოვიღოთ, სადაც ზიზღის ენას არ იშურებენ - გურამ მაჭარაშვილი

19 ოქტომბერი, 2021 , 11:54

მეორე ტურის შემდგომ ვითარება დასტაბილურდება და საზოგადოება დამშვიდდება - მომდევნო სამი წლის განმავლობაში გვაქვს პერიოდი, როდესაც ქვეყანას უნდა მივხედოთ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების“ დეპუტა

მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან მხნედ, მინდა გითხრათ, რომ არის შესანიშნავ ფორმაში - კობა ნაყოფია

18 ოქტომბერი, 2021 , 18:31

ბევრად უფრო ბრძოლისუნარიანი მომეჩვენა და ყველაზე კარგ ფორმაში როცა მინახავს მიშა, ასეთი მიშა ვიხილე დღეს და ვარ ძალიან კმაყოფილი და ძალიან დამუხტული გამოვედი მისგან, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელმა, კობა ნ

კომისიის შექმნა კი არ არის საჭირო, არამედ დაუყონებლივ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მის გათავისუფლებაზე – რომან გოცირიძე

13 ოქტომბერი, 2021 , 14:49

კომისიის შექმნა კი არ არის საჭირო, არამედ დაუყონებლივ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მის გათავისუფლებაზე – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი