უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2023 10:39
font-size

ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მდგრადი განვითარების მიმართულებით გაერო-ს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე ისაუბრეს.

„მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო მხარს უჭერს გაერო-ს გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებულ ტრაქტატებს, რომელთა მიზანია, გაერო უკეთესად მოერგოს არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო აფასებს ანტონიო გუტერეშის ძალისხმევას „მშვიდობის ახალი დღის წესრიგის“ შემუშავებაში, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და გაერო-ს წესდებას ეყრდნობა“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე გაერო-ს ჩართულობა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

„როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურა შეიცვალა, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლიმატის ცვლილების ზემოქმედება და მომდინარე რისკები. არსებული გამოწვევების დასაძლევად კი ერთიანი ძალისხმევით მუშაობაა საჭირო. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ გაერო-ს ფარგლებში მიღებული ანგარიშები და რეზოლუციები საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანი მექანიზმებია.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ. მან გაერო-ს გენერალურ მდივანს ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და მხარდაჭერისთვის, კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ყოველთვის მზად არის, თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 17:53

ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტ

ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:21

თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკ

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 15:51

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიი

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

21 სექტემბერი, 2023 , 17:07

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამ

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ - ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი, 2023 , 15:02

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, პრეზიდენტმა კანდიდატებს კანდიდატურების გაწვევაც სთხოვა, თუმცა ეროვნულ ბანკში საკითხი ამოწურულია და მის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ შეეხება, - ამის შე

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის - თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი, 2023 , 14:45

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრ