უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

1 აგვისტო, 2022 15:04
font-size

ირაკლი ღარიბაშვილი: ივნისში ეკონომიკური ზრდამ 7,2% შეადგინა - იანვარი-ივნისის საშუალო ზრდა 10,5%-ია

ივნისში ეკონომიკური ზრდამ 7,2% შეადგინა. იანვარი - ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10,5%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ეკონომიკური ზრდა გამორჩეულია არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდეს.

„მაგალითისთვის, ივნისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გაიზრდა 20,4%-ით, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6641 ერთეულს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 36%-ით არის მეტი გასული წლის მონაცემთან შედარებით. ასევე ექსპორტი გაიზრდა 28%-ით და შეადგინა 448 მილიონი დოლარი. გაჯანსაღების ტენდენციები ასევე მაღალია ტურიზმის სექტორში. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში იყო 88,7%, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 300 მილიონ დოლარზე მეტი. ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა არის საგრძნობლად გაზრდილი და ივნისში შეადგინა 427 მილიონი დოლარი, შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს.

7 თვეში ბიზნესს დღგ-ის ზედმეტობის სახით 1 მილიარდ 273 მილიონამდე ლარი დაუბრუნდა. ასევე საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Fიტცჰ-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB სტაბილურ დონეზე შეაფასა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს გააჩნია საიმედო და ეფექტიანი ეკონომიკის ჩარჩო და მმართველობის ძლიერი ინდიკატორები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა - „საქსტატი“

3 ოქტომბერი, 2022 , 13:49

ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2021 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 31.5 პროცენტით გაიზარდა და 150.4 მილიარდი ლარი შეადგინა. „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, ზრდის ტენდენციით ხასიათდებ

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

1 ოქტომბერი, 2022 , 12:31

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და დაგეგმილი პ

ჩვენს მიერ გადადგმულმა ძალიან ეფექტურმა, გონივრულმა ნაბიჯებმა ძალიან სწრაფად გამოიწვია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლებაც, აღდგენა და ძალიან ძლიერი ორნიშნა ეკონომიკური ზრდა მივიღეთ - ირაკლი ღარიბაშვილი

30 სექტემბერი, 2022 , 14:48

მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით მინდა, რომ ჩვენს მოსახლეობას, ხალხს ინფორმაცია მივაწოდო. მინდა, მანამდე მოკლე შეფასება გავაკეთო და შევახსენო ჩვენს ხალხს და ჩვენს თავს, თუ სად ვიყავით მანამდე, ორი წლის წინ დაახლოებით

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.5%-ით გაიზარდა - „საქსტატი“

30 სექტემბერი, 2022 , 11:38

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.5% შეადგინა, ხოლო 2022 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10.3%-ით განისაზღვრა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ტურიზმიდან საქართველომ წელს 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

16 სექტემბერი, 2022 , 10:53

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგვისტოს შემოსავლების სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ამასთან, უწყების ცნობით, 2022 წლის იანვრი-აგვისტოში საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.1 მილიარდი დოლარის შემოსავ

იანვარ - აგვისტოში, საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 936.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია

13 სექტემბერი, 2022 , 12:33

2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 936.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 36.6 პროცენტით მეტია. საქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი