უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

27 აპრილი, 2022 18:33
font-size

ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებაზე - მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად

მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას რა თქმა უნდა გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად. ვუყურებთ რა ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, ამისთვის საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვიყოთ მათთან მჭიდრო კოორდინაციაში და მუდმივად გავცვალოთ ინფორმაციები ამის თაობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები არა ერთხელ გაჟღერებულა.

„მსგავსი განცხადებები არა ერთხელ მოგვისმენია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არა ერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ მათ შორის იგივე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც. არა ერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო ლოკალური მიზნისთვის განხორციელებული აქტი თუ განცხადება, იმიტომ რომ ე.წ. არჩევნები იმართებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში,“- აღნიშნა პრემიერმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი