უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2023 10:33
font-size

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

„ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის უპრეცედენტო დინამიკას და აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს გერმანიის ძლიერ პოლიტიკურ გზავნილებს.

მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის მჭიდრო და მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ევროინტეგრაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს და საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები შეაფასეს. პრემიერ-მინისტრმა ოლაფ შოლცს ევროინტეგრაციის გზაზე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება დასკვნით ეტაპზეა. მისი თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირისგან სამართლიანი და სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილების მოლოდინშია. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერის იმედი აქვს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 17:53

ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტ

ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:21

თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკ

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 15:51

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიი

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

21 სექტემბერი, 2023 , 17:07

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამ

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ - ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი, 2023 , 15:02

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, პრეზიდენტმა კანდიდატებს კანდიდატურების გაწვევაც სთხოვა, თუმცა ეროვნულ ბანკში საკითხი ამოწურულია და მის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ შეეხება, - ამის შე

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის - თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი, 2023 , 14:45

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრ