უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 სექტემბერი, 2023 09:51
font-size

ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი, მთავრობამ რეკომენდაციების შესრულებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და პროცესი გრძელდება.

„შარლ მიშელთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე გამოკვეთილი ოთხივე საკითხი, რომლებზეც პროგრესის ხილვა სურთ სექტემბრის ბოლომდე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება და ამის შესახებ ბრიფინგი მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს, რასაც მოწმობს ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და ევროინტეგრაციის გზაზე რეფორმების მიმართ საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები მტკიცეა. მისივე თქმით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების, ასევე დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს“, – აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს ევროინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უმრავლესობას უნდა მივმართო - რას უკრავთ ტაშს, რომ 30-ზე მეტი ადამიანი დაგვეღუპა? - სალომე სამადაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 17:53

ძალიან დიდი იმედი მქონდა, მოვისმენდი, რომ მართლაც შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი ბავშვის, ერთი ადამიანის გადარჩენა, მაგრამ რაც გამიკვირდა თქვენი გამოსვლის ტონალობაშიც და უმრავლესობას უნდა მივმართო, თქვენ ტაშში - რას უკრავთ ტ

ნათია თურნავა გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს შეხვდა

22 სექტემბერი, 2023 , 17:21

თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პიტერ ფიშერმა ეროვნულ ბანკ

ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება - ლევან დავითაშვილი

22 სექტემბერი, 2023 , 15:51

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით უახლოეს რამდენიმე კვირაში სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება, რომელსაც სახელმწიფო საწარმო „ანაკლიი

პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით მიიღო

21 სექტემბერი, 2023 , 17:07

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი“ მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამ

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ - ირაკლი კობახიძე

21 სექტემბერი, 2023 , 15:02

სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, პრეზიდენტმა კანდიდატებს კანდიდატურების გაწვევაც სთხოვა, თუმცა ეროვნულ ბანკში საკითხი ამოწურულია და მის ფუნქციონირებას საფრთხე აღარ შეეხება, - ამის შე

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის - თინა ბოკუჩავა

21 სექტემბერი, 2023 , 14:45

კოორდინირებულ მოქმედებებს ფარცხალაძის დასაცავად ვხედავთ იმიტომ, რომ ივანიშვილი კარგად ხედავს, რომ სანქციების წრე ვიწროვდება და შემდეგი სამიზნე არის სწორედ ის, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრ