უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 დეკემბერი, 2023 15:40
font-size

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე 2024-2027 წლებისთვის მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია დამტკიცდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხილეს.

„სხდომაზე დამტკიცდა განკარგულების პროექტი - საქართველოს მთავრობის საკომუნიკაციო სტრატეგია 2024-2027 წლებისთვის.

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიზანია მთავრობასა და საზოგადოებას შორის პროაქტიური, თანმიმდევრული და კოორდინირებული საკომუნიკაციო სისტემის ერთიანი ხედვის შემუშავება, რაც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას და, მეორე მხრივ, მორგებული იქნება საქართველოს მთავრობის გრძელვადიან საკომუნიკაციო მიზნებზე. კომუნიკაციის სტრატეგია ეფუძნება მთავრობის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტს − „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგია“ და სრულ თანხვედრაშია ქვეყნის განვითარების გრძელვადიან ხედვასთან, სტრატეგიულ პრიორიტეტებთან, მიზნებსა და ამოცანებთან.

სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება არის დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების წინააღმდეგ ბრძოლა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერება და ამავე კუთხით სახელმწიფო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების შესაძლებლობების განვითარება.

დოკუმენტის შემუშავების პროცესში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების დანაყოფების წარმომადგენლებმა, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივმა ექსპერტებმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენლებმა.

სტრატეგიის მიზნებისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროგრამის („სტრატეგიული კომუნიკაციები უკეთესი მომავლისთვის“) ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემური კვლევა, რომლის შედეგად გამოიკვეთა, ერთი მხრივ, ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები, ხოლო მეორე მხრივ, სტრატეგიული კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

17 მაისი დასვენების დღედ ცხადდება

3 ოქტომბერი, 2024 , 18:39

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება. აღნიშნულ კანონ

ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ თუ არჩევნებში პროევროპული ძალები გაიმარჯვებენ, მოლაპარაკებები გაგრძელდება იმ ადგილიდან, სადაც დაპაუზდა - სალომე ზურაბიშვილი

3 ოქტომბერი, 2024 , 15:47

საქართველოს პრეზიდენტმა "ევრონიუსის" ფრანგულ რედაქციას ვრცელი ინტერვიუ მისცა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუს დროს განაცხადა, ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ არჩევნებში პროევროპული ძალების გამ

ბიძინა ივანიშვილი ამერიკასთან უკვე კაპიტულაციის პირობებს ათანხმებს - გიორგი გიგაური

3 ოქტომბერი, 2024 , 12:53

ბიძინა ივანიშვილი ამერიკასთან უკვე კაპიტულაციის პირობებს ათანხმებს!- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გიორგი გიგაური. „ხდება ის, რაზეც თვეების წინ, წინასწარ ვაფრთხილებდი ბიძინა ივანიშვილსაც და რუსულ ქოცნებასაც: ამე

„ალმა პლუსი“ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერების განთავსებაზე უარს აცხადებს

3 ოქტომბერი, 2024 , 12:40

„ალმა პლუსისგან“, რომელთანაც სარეკლამო ბანერების განთავსებაზე მიმდინარე ხელშეკრულება გვაქვს, მივიღე პასუხი, რომ ჩვენი ვიზუალით ბანერს არ განათავსებენ, რაც დისკრიმინაციაა, მით უმეტეს, როცა „ქართული

`ქართულ ოცნებას` ყველაზე მეტად ეშინია იმ უდიდესი სანქციის, რასაც მას დაუწესებს სულ მალე საქართველოს ხალხი - გრიგოლ გეგელია

3 ოქტომბერი, 2024 , 12:23

"ოცნებაში" სანქციების ძალიან ეშინიათ. თუმცა ხელისუფლებას ყველაზე მეტად იმ უდიდესი სანქციის ეშინია, რასაც მალე, არჩევნებზე საქართველოს ხალხი დაუწესებს, - ამის შესახებ  "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, გრიგოლ გეგელი

ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს ბოდბის მთავარეპისკოპოს იაკობს შეხვდება

3 ოქტომბერი, 2024 , 12:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს, 3 ოქტომბერს ვაშინგტონის დროით 11:30 საათზე  სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ბოდბის მთავარ