უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2019 17:20
font-size

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია შეაჯამა

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია დასრულდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ორდღიანი ფორუმის ფარგლებში, საერთაშორისო დღის წესრიგის წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და ექსპერტებისა თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლების მნიშვნელოვანი შეფასებები შეაჯამა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, კონფერენციამ ხელი შეუწყო ბევრი საინტერესო იდეის გლობალური, რეგიონული და ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განხილვას. მისი განაცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება აუცილებელია არსებულ გამოწვევებთან ეფექტიანად გამკლავებისთვის.

„უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებთან გამკლავება საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის ერთიანობას მოითხოვს, რომელიც მიმართულია მზადყოფნისკენ, შეკავებისა და მდგრადობისკენ. ამ კუთხით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მუდმივი პოლიტიკური, პრაქტიკული და ფინანსური დახმარება უაღრესად მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ევროატლანტიკური ინტეგრაცია სტაბილური სოციალური, ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების გარდაუვალი განვითარებისთვის მყარ საფუძველს უზრუნველყოფს. ეს არა მხოლოდ განამტკიცებს საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ მთელი შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს, რაც ბუნებრივად აძლიერებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას ღარიბაშვილა საქართველოს ნატოსთან ურთიერთთავსებადობისა და თანამშრომლობის მექანიზმებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა.

„საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატოს ყველაზე ერთგული, თავსებადი და სანდო პარტნიორი და ასპირანტი ქვეყანაა. საქართველო არამარტო იღებს ღირებულ გამოცდილებას, არამედ თავდაჯერებულად უზიარებს ინსტიტუციურ ცოდნასა და საუკეთესო პრაქტიკას მეზობელ და პარტნიორ ქვეყნებს. საქართველო განაგრძობს ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენებით, რაც ზრდის ჩვენს ურთიერთთავსებადობას და ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებისთვის ამზადებს. ეს კი აისახება პრინციპით - მეტი ნატო საქართველოში, რაც პრაქტიკაში, საქართველოში ნატოს გაძლიერებულ ჩართულობასა და აქტივობებში გამოიხატება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობრებთან თავდაცვის სფეროში ინტენსიური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ გზით საქართველო არა მხოლოდ გააძლიერებს საკუთარ უსაფრთხოებას, არამედ გაზრდის ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების საქმეში მის კონტრიბუციას.

„ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებთან ეფექტიანი გამკლავება ერთობლივი ძალისხმევითა და შეჯერებული შესაძლებლობებით არის შესაძლებელი. მოვუწოდებ ყველას, ვიმოქმედოთ ერთად, ერთიანი უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რაც ჩვენი უსაფრთხო მომავლის საწინდარია“, - ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გამოსვლა ბათუმში გამართული საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-13 კონფერენცია.

რა დროს პრემიერობაზეა საუბარი - რომან გოცირიძე

2 ივნისი, 2020 , 17:15

“რა დროს პრემიერობაზეა საუბარი, რომელი პრემიერ-მინისტრები, ხალხს შია და ათასი სხვა პირველი ამოცანის საკითხებია გადასაჭრელი ქვეყანაში, მათ შორის პარტიების მიერ“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის&ldqu

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩეხ კოლეგასთან უსაფრთხო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა

2 ივნისი, 2020 , 16:50

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩეხ კოლეგასთან, ტომაშ პეტრჟიჩეკთან. მინისტრებმა ისაუბრეს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე ქვეყნებს შორის ორმხრივი და

დავმშვიდდეთ, ჩემთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი ვაშაძე

2 ივნისი, 2020 , 14:22

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, არამედ მთავარია ის აღ

თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი დააჯილდოვა

2 ივნისი, 2020 , 14:10

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ლიდერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტორდან აცნობეს, მინისტრმ

გიორგი ვაშაძის კანდიდატურა არ განხილულა არც წარსულში, არც დღევანდელ შეხვედრაზე და არც მომავალში არ განიხილება - მურმან დუმბაძე

1 ივნისი, 2020 , 17:30

დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ შეხვედრა გაიმართა, სადაც შემოდგომის არჩევნებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე ისაუბრეს. როგორც გაერთიანების ერთ -ერთმა წარმომადგენელმა მურმან დუმბაძემ განაცხადა, შეხვ

კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვა სატელევიზიო ფორმატში, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაიმართება

1 ივნისი, 2020 , 16:50

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს, სხდომა გამართა. კომისიის წევრებმა სატელევიზიო განხილვების ფორმატზე იმს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!