უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

15 დეკემბერი, 2017 17:40
font-size

ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ საკრებულოს დეპუტატებს 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტები და პროგრამები გააცნო.

როგორც საკრებულოში სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, 2018 წლის თბილისის ბიუჯეტის მოცულობა 861,6 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2017 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, 60,3 მლნ ლარით მეტია, ხოლო პირველ პროექტს 46,4 მლნ ლარით აღემატება.

მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტით შემოსავლები ჯამურად 810 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, გადასახადები - 250 მლნ, სადაც საშემოსავლო გადასახადები 90 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ქონების გადასახადი - 160 მლნ ლარს.

გარდა ამისა, ხმალაძის განცხადებით, 2017 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით დამატებით, 14 000.0 ათასი ლარი მეტროს ვაგონის ორი ახალი შემადგენლობის შესაძენად გამოიყოფა.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტში, დედაქალაქში არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, პრიორიტეტად ინფრასტრუქტურული პროექტები, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, კულტურა, განათლება, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება განისაზღვრა.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2018 , 13:55

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, დენი ალექსანდრს შეხვდა. მხარეებმა მიმოიხილეს ორ

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების წლის ფარგლებში `სკოლა-ბანკის` პროექტში ჩართული საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგების გადამზადებას განაგრძობს

16 ოქტომბერი, 2018 , 11:00

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგთა ტრენინგს განაგრძობს. აღნიშნული ტრენინგები "სკოლა-ბანკის" პროგრამის ფ

ბრიტანული “Fear Group“-ი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

16 ოქტომბერი, 2018 , 11:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსხვილი ბრიტანული კომპანიის „Fear Group“-ის დამფუძნებელს, სტივენ ფეარს შეხვდა, რომელმაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი გამოხატა.

ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ოქტომბერი, 2018 , 17:00

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: 2018 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.3 მლნ აშშ დოლარი, (342.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

15 ოქტომბერი, 2018 , 17:00

საბანკო ზედამხედველობის თანამშმრომლობის ფარგლებში, დღეს საქართველოს ეროვნულ ბანკს ჩინეთის საბანკო და დაზღვევის რეგულირების კომისიის დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის საბანკო და და

თუ თურქეთში ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდა, ვფიქრობთ, საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება - კობა გვენეტაძე

15 ოქტომბერი, 2018 , 15:00

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ფინანსურ გამოცემა Global Finance-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ თურქეთში ვითარება მეტად არ გამწვავდება, საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`