უკან
პოლიტიკა
2 ნოემბერი, 2018 12:55
ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია ილია მეორეს საპატრიარქოში კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით ხვდებიან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ხვდებიან და მოლაპარაკებას მართავენ კანაფის კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით.
არც კობახიძეს, არც გახარიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებები მისი დასრულების შემდეგ გაკეთდება.
ცნობისთვის, ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებულია. საპატრიარქოს წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ მათთვის კანაფის კულტივირება და ექსპორტზე გატანა მიუღებელია.