უკან

პოლიტიკა

20 თებერვალი, 2017 18:40
font-size

ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელს, აქსელ ფიშერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელი აქსელ ფიშერი მიიღო.

ირაკლი კობახიძემ აქსელ ფიშერს გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, საქართველოს პარლამენტისთვის პრიორიტეტულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავება.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე და ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება.

აქსელ ფიშერი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობით, მიზნებითა და მიმდინარე აქტუალური საკითხებით დაინტერესდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიის მთავარი მიზანი და გამოწვევა საქართველოს კონსტიტუციის საფუძვლიანი რეფორმირება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციაა. ირაკლი კობახიძემ სტუმარს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა გააცნო და აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელისთვის, მნიშვნელოვანია პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარება და მათთან საქმიანი თანამშრომლობა.

საქართველოს საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის მკაფიო დასავლურ მისწრაფებებს ადასტურებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის დეკემბერში მიღებული რეზოლუცია საგარეო პოლიტიკის შესახებ, სადაც ხაზგასმულია, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

ამასთან, აქსელ ფიშერი დაინტერესდა საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანიის ბუნდესტაგის წევრს სოციალურ პოლიტიკასთან, ეკონომიკასთან, ჯანდაცვასა და განათლებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე წლის სექტემბერში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილი ფედერალური არჩევნების შესახებაც.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება - ირაკლი კოვზანაძე

16 ოქტომბერი, 2019 , 17:30

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში დეფიციტის და მთავრობის ვალის მოცულობა, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებზე საუბრის

მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გაწყვიტოს ხელშეკრულება ხაზარაძესთან - დავით ჭიჭინაძე

16 ოქტომბერი, 2019 , 16:25

„თუ ხელისუფლებამ სასწრაფოდ არ გაწყვიტა მამუკა ხაზარაძესთან ხელშეკრულება და თავად არ დაიწყო აშშ-სთან და მათ საინვესტიციო ჯგუფთან საუბარი, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება მართლა ცდილობს, რომ ანაკლიის პროექტი არ განხორ

ლაშა დარსალია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2019 , 12:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩთან დიეგო კოლასთან. ლაშა დარსალიამ ფრანგ დიპლომატს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიი

საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის ურთიერთობებს

16 ოქტომბერი, 2019 , 10:35

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას ზოგრაბ მნაცაკანიანს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მინისტრების შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მი

იუსტიციის მინისტრმა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთა იუსტიციის მინისტრების კონფერენციას სიტყვით მიმართა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული სამართლებრივი პოლიტიკა, კანონის უზენაესობისა და პირადი მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, კორუფციასთან წარმატებული ბრძოლა, ელმმართველობა, ღია და გამჭვირვა

პოლიტიკოსების მიერ გაკრეფილ შუაში უნდა ჩადგეს ხალხი! - თემურ შაშიაშვილი

15 ოქტომბერი, 2019 , 17:20

„შუა ხომ გაკრიფეს და ეს იყო დიდი დანაშაული. დღეს ვამბობ, პოლიტიკოსების მიერ გაკრეფილ შუაში უნდა ჩადგეს ხალხი და ეს იქნება საქართველოს გადარჩენა,“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი. &ld