უკან

საზოგადოება

16 თებერვალი, 2018 16:15
font-size

ირაკლი კობახიძე კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ახდენდა ზეწოლას, ის ჩატში მოუწოდებდა, რომ ხმა მიეცათ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტისთვის - ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი კობახიძესა და მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. „კავკასიის“ ხელმძღვანელის თქმით, კობახიძის მიერ მოყვანილი მონაცემები სარეკლამო ბაზრის ზრდის შესახებ მცდარია.

ჯანგირაშვილის თქმით, ბაზარი 2014 წლიდან კლებულობს, ხოლო პარლამენტის თავმდჯომარე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ლობირებს.

„კავკასიის“ დირექტორმა ასევე უთხრა ჟურნალისტებს, რომ კობახიძე კენჭისყრის დროს საერთო ჩატის მეშვეობით დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა, რათა მათ ხმა მიეცათ კანონპროექტისთვის.

„პარლამენტის თავმჯდომარემ სათქმელი არ მათქმევინა. საუბარი ორი წინადადების შემდეგ გამაწყვეტინა და აზრის დასრულების საშუალება არ მომცა. თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ – კაცმა ათი-თხუთმეტი წუთი მეძახა, რომ ვატყუებ! სინამდვილეში ჩვენ მოვიტანეთ ციფრები, რომლითაც ვადასტურებთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ სარეკლამო ბაზართან დაკავშირებით წინა შეხვედრაზე არასწორი მონაცემები წარმოადგინა. მან თქვა, რომ სარეკლამო ბაზარი ბოლო წლებში იზრდებოდა. ჩვენ მოვიტანეთ მონაცემები, რომ ბაზარი 2014 წლიდან იკლებს, ხოლო მანამდე იყო მზარდი. ამაზე მეცა, გამაჩუმა, არ მალაპარაკა და თვითონვე თქვა, რომ ბაზარი 2013 წლამდე იყო მზარდი. ჩანს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის ამ კანონის ლობისტი. კენჭისყრის დროს დეპუტატებზე ახდენდა ზეწოლას, მან დეპუტატებს ჩატში ჩაუყარა მოწოდებები, რომ ხმა მიეცათ ამ კანონისათვის“, -თქვა ჯანგირაშვილმა.

დაპირისპირება ჯანგირაშვილსა და კობახიძეს შორის გამოიწვია დავა სარეკლამო ბაზრის კლება-ზრდაზე. „კავკასიის“ ხელმძღვანელის გარდა შეხვედრა „რუსთავი 2“- ის წარმომადგენელმა თამთა მურადაშვილმაც დატოვა.

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს

10 დეკემბერი, 2019 , 21:56

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სოციალური საწ

კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

10 დეკემბერი, 2019 , 17:15

მოძრაობის „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმომადგენელი კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს რეგულაციები სახელმწიფომ უნდა დაუწესოს და მხოლოდ კომპანიების ინიციატივები პრობლემას ვერ მოაგვა

მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები იკითხება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ბიზნესის სტიმული

საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შევიდა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვე

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას. მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 285,0

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`