უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 სექტემბერი, 2017 16:55
font-size

ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ჩასწორებების გაკეთების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტში ჩასწორება გაკეთდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პროექტში ოთხი ცვლილება დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების მიხედვით შევიდა.

„დღეს გავრცელდა გარკვეული დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დოკუმენტის პროექტი, რომელიც არის მეორე მოსმენით მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. დეზინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ თითქოს გარკვეული საკითხები არის ჩასწორებული კონსტიტუციაში განსხვავებით მეორე მოსმენით დარიგებული დოკუმენტისგან.

სინამდვილე არის შემდეგი: არის ოთხი ცვლილება შეტანილი დოკუმენტში. ეს დოკუმენტი განსხვავდება, ბუნებრივია, მეორე მოსმენით განხილვის დროს დარიგებული ვარიანტისგან. ოთხივე ცვლილება არის შეტანილი პროექტში იმ შენიშვნების მიხედვით, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე. ერთი ეხება ღირსების უფლების შესახებ მუხლის სათაურს -შესაბამის მუხლს დაერქვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა. ეს არის ერთი ცვლილება, ამ შემთხვევაში ბატონი ანრი ოხანაშვილი იყო შესაბამისი შენიშვნის ავტორი. მორიგი შენიშვნა ეხებოდა ჯანმრთელობის დაცვის უფლებას. აქ ბატონი აკაკი ზოიძის ინიციატივა იყო ფორმულირების დახვეწა და ამ ინიციატივის შესაბამისად შეიცვალა შესაბამისი ფორმულირება. ასევე შეიცვალა ფორმულირება, რომელიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესს. აქ იყო ბატონი გიორგი ხატიძის ინიციატივა, რომ ორგანული კანონის დათქმა დაკონკრეტებულიყო, ანუ მითითება დაემატა ნორმას იმის თაობაზე, რომ ორგანული კანონით დადგენილი წესით აირჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბოლოს, მეოთხე საკითხი, რომელიც გაზიარებულ იქნა, იყო თამარ ხულორდავას ინიციატივა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის არჩევას ექვსი წლის ვადით. ეს არის გარდამავალ დებულებებში ასახული შესაბამისი ნორმა. ეს ცვლილება ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ პროპორციული წესით საქართველოში საქართველოს პარლამენტი პირველად 2024 წელს ირჩევა და სასურველი იყო, ამის შემდეგ არჩეულიყო პრეზიდენტი უკვე ახალი, არაპირდაპირი წესით, 300 ხმოსნის მიერ. ეს იყო ოთხი შენიშვნა, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე და რომელიც გაზიარებულ იქნა ჩემს მიერ, როგორც მომხსენებლის მიერ. აქედან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ეს ოთხი შესწორებაა შეტანილი იმ დოკუმენტში, რომელიც მეორე მოსმენისთვის დარიგდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. მისივე განცხადებით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც კონსტიტუციურ კანონის პროექტში, მესამე მოსმენით განხილვის დროს არა რედაქციული ხასიათის ცვლილებები შეჰქონდათ.

„წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მესამე მოსმენის დროს არა რედაქციული ცვლილებები შეჰქონდათ დოკუმენტში და როდესაც აპარებდნენ დოკუმენტში გარკვეულ ცვლილებებს. თქვენ გახსოვთ 2010 წელს, როდესაც მიიღო მაშინდელი მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, მესამე მოსმენის დროს შევიდა არაერთი არა სარედაქციო ცვლილება დოკუმენტში, ფუნდამენტურად გადაისინჯა თითქმის დოკუმენტი მესამე მოსმენისთვის. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს, ასეთი მანიპულაციები არ არის დამახასიათებელი ჩვენთვის, პარლამენტის მოქმედი ხელმძღვანელობისთვის, მოქმედი შემადგენლობისთვის, შესაბამისად, ჩვენ დავდეთ ზუსტად ის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:51

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, - ამი

ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი

25 აპრილი, 2024 , 13:21

ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია, რომელიც მოიყვანს პროფესიონალებს მთავრობაში და იმ ხალხს, ვინც შეიძლება პოლიტიკაში აქტიურად  არ არის, მაგრამ შეუძლია ქვეყნის უკეთესობისკენ წაყვანა, "-  ამის შესახებ საქართველოს მესამე

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“

25 აპრილი, 2024 , 11:11

ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობისა და ქრისტიანების გარეშე. ჩვენ არ გვინდა ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, ხოლო სქესობრივ ცხოვრებას არავითარი მორალური ზღვარი არა აქვს. ჩვენ გვინდა ევროპა, რომელმაც იცის საკუთარი სუვერენიტე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი