უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

6 სექტემბერი, 2017 09:10
font-size

ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში ჩასწორებების გაკეთების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებულ დოკუმენტში ჩასწორება გაკეთდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პროექტში ოთხი ცვლილება დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისას გამოთქმული შენიშვნების მიხედვით შევიდა.

„დღეს გავრცელდა გარკვეული დეზინფორმაცია კანონპროექტთან დაკავშირებით. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დოკუმენტის პროექტი, რომელიც არის მეორე მოსმენით მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. დეზინფორმაცია ეხებოდა იმას, რომ თითქოს გარკვეული საკითხები არის ჩასწორებული კონსტიტუციაში განსხვავებით მეორე მოსმენით დარიგებული დოკუმენტისგან.

სინამდვილე არის შემდეგი: არის ოთხი ცვლილება შეტანილი დოკუმენტში. ეს დოკუმენტი განსხვავდება, ბუნებრივია, მეორე მოსმენით განხილვის დროს დარიგებული ვარიანტისგან. ოთხივე ცვლილება არის შეტანილი პროექტში იმ შენიშვნების მიხედვით, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე. ერთი ეხება ღირსების უფლების შესახებ მუხლის სათაურს -შესაბამის მუხლს დაერქვა ადამიანის ღირსების ხელშეუვალობა. ეს არის ერთი ცვლილება, ამ შემთხვევაში ბატონი ანრი ოხანაშვილი იყო შესაბამისი შენიშვნის ავტორი. მორიგი შენიშვნა ეხებოდა ჯანმრთელობის დაცვის უფლებას. აქ ბატონი აკაკი ზოიძის ინიციატივა იყო ფორმულირების დახვეწა და ამ ინიციატივის შესაბამისად შეიცვალა შესაბამისი ფორმულირება. ასევე შეიცვალა ფორმულირება, რომელიც ეხებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის არჩევის წესს. აქ იყო ბატონი გიორგი ხატიძის ინიციატივა, რომ ორგანული კანონის დათქმა დაკონკრეტებულიყო, ანუ მითითება დაემატა ნორმას იმის თაობაზე, რომ ორგანული კანონით დადგენილი წესით აირჩევა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე და ბოლოს, მეოთხე საკითხი, რომელიც გაზიარებულ იქნა, იყო თამარ ხულორდავას ინიციატივა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის არჩევას ექვსი წლის ვადით. ეს არის გარდამავალ დებულებებში ასახული შესაბამისი ნორმა. ეს ცვლილება ეფუძნებოდა იმ მოსაზრებას, რომ პროპორციული წესით საქართველოში საქართველოს პარლამენტი პირველად 2024 წელს ირჩევა და სასურველი იყო, ამის შემდეგ არჩეულიყო პრეზიდენტი უკვე ახალი, არაპირდაპირი წესით, 300 ხმოსნის მიერ. ეს იყო ოთხი შენიშვნა, რომელიც გამოითქვა პლენარულ სხდომაზე და რომელიც გაზიარებულ იქნა ჩემს მიერ, როგორც მომხსენებლის მიერ. აქედან გამომდინარე მხოლოდ და მხოლოდ ეს ოთხი შესწორებაა შეტანილი იმ დოკუმენტში, რომელიც მეორე მოსმენისთვის დარიგდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე სწორი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. მისივე განცხადებით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც კონსტიტუციურ კანონის პროექტში, მესამე მოსმენით განხილვის დროს არა რედაქციული ხასიათის ცვლილებები შეჰქონდათ.

„წარსულს ჩაბარდა ის დრო, როდესაც მესამე მოსმენის დროს არა რედაქციული ცვლილებები შეჰქონდათ დოკუმენტში და როდესაც აპარებდნენ დოკუმენტში გარკვეულ ცვლილებებს. თქვენ გახსოვთ 2010 წელს, როდესაც მიიღო მაშინდელი მოწვევის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, მესამე მოსმენის დროს შევიდა არაერთი არა სარედაქციო ცვლილება დოკუმენტში, ფუნდამენტურად გადაისინჯა თითქმის დოკუმენტი მესამე მოსმენისთვის. ეს არის ის რეალობა, რომელიც ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს, ასეთი მანიპულაციები არ არის დამახასიათებელი ჩვენთვის, პარლამენტის მოქმედი ხელმძღვანელობისთვის, მოქმედი შემადგენლობისთვის, შესაბამისად, ჩვენ დავდეთ ზუსტად ის დოკუმენტი, რომელიც დამტკიცდა მეორე მოსმენით საქართველოს პარლამენტის მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩს შეხვდა

27 იანვარი, 2020 , 17:50

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, აბდულა ალმუთაირს შეხვდა. როგორც „მედიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვახტანგ გომ

„ნაციონალური მოძრაობა` ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს პროტესტის ნიშნად ტოვებს

27 იანვარი, 2020 , 12:30

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ირაკლი ნადირაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტიის 3 სხვა წევრთან ერთად "ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის" აღმასრულებელ საბ

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა

27 იანვარი, 2020 , 11:00

გუშინ, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ახალ ელჩს რან გიდორს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვა

გწერთ შეშფოთებული ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო - სენატორ როჯერ ვიკერის წერილი საქართველოს მთავრობას

26 იანვარი, 2020 , 12:11

სენატორი როჯერ ვიკერი პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილს უგზავნის. წერილი, რომელიც 19 დეკემბრით არის დათარიღებული, გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაასაჯაროვა. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო გახარია, რო

კიდევ ერთი კრიტიკულ წერილს გახარიას კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი უგზავნის

25 იანვარი, 2020 , 11:53

საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას, კრიტიკულ წერილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კიდევ ერთი წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ბრაიან ბაბინი უგზავნის. წერილი, რომლითაც კონგრესმენი შეშფოთებას გამოხატავს დემოკრატი

ვახტანგ მახარობლიშვილმა და დავით ბაქრაძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

25 იანვარი, 2020 , 10:45

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ადამიანებს შორის კავშირების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ში საქართველოს საელჩო „ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`