უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 თებერვალი, 2017 16:55
font-size

ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმცირესობის მიერ ბანერის გაშლას არ მიესალმება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმცირესობის მიერ ბანერის გაშლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გამოხატვის მსგავსი ფორმების შეზღუდვის უფლება არ აქვს, თუმცა, მათ პრაქტიკაში გამოყენებას არ მიესალმება.

„თხოვნა იყო, რომ ჩავრეულიყავი ამ პროცესში და არ მიმეცა უმცირესობისთვის ტრანსპარანტის გამოფენის შესაძლებლობა, თუმცა, განვმარტავ, რომ მოქმედი რეგლამენტი ამის შესაძლებლობას არ იძლევა. მოქმედი რეგლამენტის თანახმად, არ მაქვს უფლება, რომ გამოხატვის ასეთი ფორმები შევზღუდო.

ერთ კომენტარს გავაკეთებ მხოლოდ, რომ სამწუხაროდ, გამოხატვის ასეთი ფორმები ხელს უწყობს კონფრონტაციული გარემოს ჩამოყალიბებას და გაღრმავებას. ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ დღესაც ვხედავთ. აქედან გამომდინარე, ასეთ პრაქტიკას არ მივესალმებოდი. შეიძლება ასეთი რამ განმეორდეს, აქ წარმოდგენილი სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მხრიდან სხვადასხვა ტიპის ტრანსპარანტები შეიძლება ვიხილოთ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი პოზიციაა,რომ გამოხატვის ასეთი ფორმები რაც შეიძლება ნაკლებად გამოვიყენოთ ერთი თუ მეორე მხრიდან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი