უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 სექტემბერი, 2017 17:50
font-size

ირაკლი კობახიძე-თინა ბოკუჩავას: რამდენჯერმე დაირღვა თქვენს განცხადებებში უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპი

პარლამენტის თავმდჯომარე ირაკლი კობახიძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,“გაზპრომთან“ დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს, მათ შორის იმასაც, რომ კალაძემ ამ ხელშეკრულებით პირადად იხეირა“.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, თინა ბოკუჩავამ ამ განცხადებით უდანაშაულობის პრეზუმცია დაარღვია.

„გაზპრომთან“ დაკავშირებით დებატების გამართვას არავინ არ გაურბის. ჩვენ გვქონდა ამასწინათ დებატები, როდესაც იყო ინიცირებული დადგენილების პროექტი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ. მაშინ ჩვენ მოვისმინეთ გარკვეული ეჭვები, ვარაუდები „გაზპრომის“ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თუმცა იმ დებატებში ჩვენ არაფერი კონკრეტული არ მოგვისმენია. რაც შეეხება ამ საკითხს, ის აუცილებლად იქნება განხილული. მეტსაც გეტყვით, თქვენ რამდენჯერმე გქონდათ იმის საშუალება,რომ გამოგეტანათ ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე, თუმცა რამდენჯერმე ფრაქციის თავმჯდომარემ უარი თქვა საკითხის გამოტანაზე. როგორც კი გვექნება შესაძლებლობა, მაშინვე განვიხილავთ დადგენილების შესაბამის პროექტს. პოლიტიკურ შეფასებებს არ გავაკეთებ ქალბატონი თინა თქვენს განცხადებებთან დაკავშირებით. ერთ რამეს ვიტყვი, რომ რამდენჯერმე დაირღვა თქვენს განცხადებებში უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპი. ჩვენ, დეპუტატებს, რა თქმა უნდა, არ გვეკისრება პასუხისმგებლობა იმ განცხადებებისთვის, რომელსაც საპარლამენტო სხდომებზე ვაკეთბთ, თუმცა ჩვენ პოლიტიკური ეთიკის დაცვა გვმართებს და უდანაშაულობის პრეზუმცია არის ის პრინციპი,რომელიც ჩვენ ჩვენს განცხადებებში აუცილებლად მკაცრად უნდა დავიცვათ“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მონიკა დავლიანიძე

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, არის არასწორი - ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი, 2020 , 15:30

“ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი, ” - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრებ

საუბარი იყო კონსტრუქციული - ელიზაბეთ რუდი

27 თებერვალი, 2020 , 14:55

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრამ კონტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, დიპლომატების ორგანიზებით ხელისუფლებას

ხელისუფლების ახალ საარჩევნო წინადადება - 110 პროპორციული, 40 მაჟორიტარული

27 თებერვალი, 2020 , 14:14

ხელისუფლებამ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი პროპორცია შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 110 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 40 - მაჟორიტარულით.  ინფორმაცია მედიას „ახალი საქართველოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო

26 თებერვალი, 2020 , 16:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული

ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

26 თებერვალი, 2020 , 16:30

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია მერაბიშვილის „ფეისბ

ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

26 თებერვალი, 2020 , 16:20

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი თ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`