უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 სექტემბერი, 2017 17:10
font-size

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის უარი რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნაზე პარლამენტისადმი უპატივცემულობად შეაფასა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტის უარი რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნაზე საკანონმდებლო ორგანისადმი უპატივცემულობა უწოდა. კობახიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მსგავს მიდგომას მიჩვეულია.

„ეს მოსალოდნელი იყო. ჩვენ გვაქვს უკვე ამის პრეცედენტი. პირველი პრეცედენტი შექმნა მარგველაშვილმა იმის, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ არის. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნითა და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებასა და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არდანიშვნა არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ეს არის ასევე, პარლამენტისადმი უპატივცემულობის გამოხატულება, თუმცა ამას მიჩვეული ვართ“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მან სთხოვა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, წერილობით ჩაებარებინა მიმართვა რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის შესახებ, თუმცა უარი მიიღო იმ საბაბით, რომ პრეზიდენტი შაბათ-კვირას არ მუშაობს. კობახიძემ ეს სხდომის შეფერხების მცდელობად შერაცხა.

მისი ინფორმაციით, საპარლამენტო სხდომა ხვალ 14:01 საათზე დაიწყება.

„ჩვენი მოთხოვნა რიგგარეშე სხდომის გამართვის თაობაზე გავაგზავნეთ ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით. 24 სექტემბერს, 14:01 საათზე გაიგზავნა მოთხოვნა. კონსტიტუციაში წერია, რომ ვადები იანგარიშება მოთხოვნის გაგზავნიდან, შესაბამისად, გაგზავნის ფაქტს აქვს იურიდიული მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ინიციატივით შევიკრიბოთ სამშაბათს, 14:01 საათზე - ეს არის რეალური მოცემულობა. იყო კომუნიკაცია ჩვენი იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის. ჩვენ ვთხოვეთ, რომ წერილობითაც ჩაგვებარებინა ეს დოკუმენტი პრეზიდენტისთვის, თუმცა იქიდან იყო პასუხი, რომ შაბათ-კვირას პრეზიდენტი არ მუშაობს, რაც ბუნებრივია, არის ბავშვობა და ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მათ ჰქონდათ იმედი, რომ შეაფერხებდნენ სამშაბათს სხდომის გამართვას, თუმცა იურიდიულად ჩვენ გვაქვს სრული უფლება, 14:01 საათზე დავიწყოთ პლენარული სხდომა“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მოთხოვნაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით 26 სექტემბერს 14 საათზე პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დანიშნოს.

ანა მებურიშვილი

დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“

24 აპრილი, 2024 , 14:41

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მათი გუნდის წევრის, ნოდარ შეროზიას რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „რუსთავის საკრებულოში „ოცნების“ დ

ევროპა შეიძლება ვიღაცისთვის იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, „შოპინგი“, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა არის ღირებულებები - კახა კალაძე

24 აპრილი, 2024 , 12:09

საქართველოს კურსი არის უცვლელი, ჩვენი ღირებულებები, ტრადიციები, ისტორია, მრავალფეროვნება მუდამ ბმაშია დიდ ევროპულ კულტურასთან,    - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენეს

24 აპრილი, 2024 , 11:19

რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენეს. თავმჯდომარის გადაყენებას საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა მხარი. რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართულმა ოცნე

ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, კეზერაშვილს საწყალ დევნილად როცა გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ფასი ვერ ექნება - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 18:13

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში

ჩვენს ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:47

ვიცით, რომ ფეხბურთელებს არ აკლიათ მოტივაცია, თუმცა ამ მოტივაციის დამატებითი მხარდაჭერა არის ძალიან ფასეული, მადლობა ფონდ „ქართუს“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც დააწესა ჯილდო როგორც ჯგუფიდან გასვლისთვ

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

23 აპრილი, 2024 , 17:41

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი