უკან

სამართალი

13 სექტემბერი, 2017 10:45
font-size

ირაკლი კობახიძემ საერთო სასამართლოების სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთო სასამართლოების მოსამართლეთა კოლეგიის წევრების არჩევაზე კონკურსი გამოაცხადა.

საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრის ასარჩევი კონკურსი დღეიდან, 13 სექტემბრიდან დაიწყო.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე.

საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით 2017 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის თითო კანდიდატი.

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.

კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში“,-ნათქვამია განცხადებაში.

მონიკა დავლიანიძე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით გლდანში ერთი პირი დააკავა

21 იანვარი, 2018 , 11:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის, პოლიციელებზე თავდასხმის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს დავით ასათიანი ეხმიანება

16 იანვარი, 2018 , 17:30

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ეხმიანება. “ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ბატონ ვახტანგ მჭედლიშვილს, იუსტიციის უმ

ავჭალაში მომხდარ ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ამ დრომდე დადგენილი არ არის

16 იანვარი, 2018 , 16:55

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ავჭალაში მომხდარ ცოლ-ქმრის მკვლელობის საქმის გამოძიებაზე განმარტებას აკეთებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოვლინდა

16 იანვარი, 2018 , 16:15

1 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 162 ფაქტი გამოვლინდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს დავით ასათიანი ეხმიანება

16 იანვარი, 2018 , 16:15

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ეხმიანება. ,,ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის ბატონ ვახტანგ მჭედლიშვილს, იუსტიციის უმაღლეს

შსს კლუბ „ბასიანთან“ დაჭრილ პოლიციელს გამოჩენილი სიმამაცისთვის მედალს გადასცემს

16 იანვარი, 2018 , 16:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღამის კლუბ „ბასიანთან“ მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, დი

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე