უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

8 სექტემბერი, 2017 14:00
font-size

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა წარადგინა.

მექვაბიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მთავარი ბანკირია.

საკანონმდებლო ორგანო ირაკლი მექვაბიშვილს თანამდებობაზე 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

რეგლამენტის მიხედვით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს. საკანონმდებლო ორგანო კი, წარდგენილ კანდიდატს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით ირჩევს. გენერალური აუდიტორის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა ორჯერ შეიძლება.

რაც შეეხება გენერალური აუდიტორის საქმიანობას, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონით, არ შეიძლება, გენერალური აუდიტორი თანამდებობაზე ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი, ან სხვა პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას უფლებამოსილება მიმდინარე წლის 25 ივლისს ამოეწურა. აუდიტის ხელმძღვანელის მოვალეობას ნინო ლომჯარია ასრულებს.

ნინო ექვთიმიშვილი

აუცილებელია, გაიზარდოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი, რათა უფრო ეფექტიანად შეძლოს ვითარების გაკონტროლება - სალომე ზურაბიშვილი

16 ივლისი, 2020 , 18:07

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიიღო.პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა, საუბარი შეეხო

დავით ჭიჭინაძე ირაკლი კობახიძეზე - „ოცნების“ პოლიტიკური მესაფლავე სახეზეა“

16 ივლისი, 2020 , 16:36

კობახიძე ივანიშვილისთვის ის ნიღაბია, რომლითაც ის თამაშიდან გავა; ფინალში სწორედ მას დაბრალდება ყველაფერი და იმიტომ, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს. მისივე განცხად

კობა გვენეტაძე პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

16 ივლისი, 2020 , 16:15

პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენენ. კობა გვენეტაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2019 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს. ის ვრცლად ისაუბრებს ეროვნული ბაკნის მიერ გატარებულ ფულად-საკრედიტო, სავალუტო და

მინისტრთა ვიზიტების სიმწირე პარლამენტის როლს არსებითად აკნინებს - „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“

15 ივლისი, 2020 , 17:33

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ შეფასებით, მინისტრთა მოწვევებისა და მათი ვიზიტების სიმწირე ძირს უთხრის პარლამენტის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, აკნინებს მთავრობის მაკონტროლებ

ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს - გია ხუხაშვილი

15 ივლისი, 2020 , 16:22

ეს არ არის ცივილიზებული პოლიტიკა. ეს არის კორიდა და კობახიძე თამაშობს წითელი ნაჭრის როლს. ოპოზიცია რაღაც ტაქტიკურ წარმატებას კი აღწევს ხოლმე, მაგრამ მართლა ხარივით იქცევა. აუფრიალებენ კობახიძეს, გამოვარდებიან და მართლა ხ

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

15 ივლისი, 2020 , 15:57

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში, კრისტიან ურსესთან, რომელიც საქართველოში ხუთწლიანი მისიას ასრულებს. ფინანსთა მინისტრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე