უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 დეკემბერი, 2018 15:10
font-size

ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა ინფორმაციას, რომ საქართველოს მთავრობა აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სპეკულაცია უწოდა ინფორმაციას, თითქოს საქართველო აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურას ბლოკავს.

კობახიძის შეფასებით, ქვეყანას მსგავსი განცხადებები აზიანებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყველას მოუწოდა, არ აყვნენ სპეკულაციებს და ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნან.

„ეს არის სპეკულაციები, რომელიც გვესმის უკვე რამდენიმე კვირაა. ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი სპეკულაციები ვრცელდება, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში, ეს როგორი ტყუილიც არ უნდა იყოს, ქვეყანას ასეთი განცხადებები აზიანებს.

რა თქმა უნდა, ურთიერთობებსაც, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან. აქედან გამომდინარე, ჩემი რეკომენდაცია იქნება ყველას მიმართ, რომ არ აჰყვეთ ამ სპეკულაციებს და მოვხსნათ ეს საკითხი დღის წესრიგიდან, ეს არის სპეკულაციები, რომლებიც აზიანებს ურთიერთობებს“, – განაცხადა კობახიძემ.

გამოცემა Foreign Policy-ის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ აშშ-ის ელჩობის კანდიდატი, ბრიჯიტ ბრინქი დაბლოკა. გამოცემამ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ აშშ-ის მთავრობა საქართველოში აშშ-ის ელჩად სწორედ ბრინქს განიხილავდა, თუმცა საქართველოს მთავრობის რამდენიმე პირი მას მიიჩნევდა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად.

გამოცემასთან რამდენიმე წყარომ გამოთქვა აზრი, რომ ამ წინააღმდეგობის უკან შესაძლოა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმდჯომარე ბიძინა ივანიშვილი იდგეს. Foreign Policy-მა ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება ვერ შეძლო.

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, უნდა შეიცვალოს კანონი, რომელსაც ჩიხში შევყავართ, ეს აქსიომაა - შალვა პაპუაშვილი

25 მარტი, 2024 , 14:05

დღეს ხელი მოვაწერე „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონს, რომელიც საქართველოს პარლამენტს შესაძლებლობას მისცემს, დაძლიოს თითქმის სამი წლის განმავლობაში „19 აპრილის შეთანხმების“ მიერ შექმნილ

ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო

25 მარტი, 2024 , 13:57

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრ

„ქართული ოცნება“ ოჯახურ ღირებულებათა შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს

25 მარტი, 2024 , 11:40

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე განმარტავს, რას ითვალისწინებს მმართველი გუნდის მიერ მომზადებული „ოჯახურ ღირებულებათა შესახებ" საკონსტიტუციო ცვლილებები“. როგორც მდინარაძემ ბრი

ორასი ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ უფრო ბევრი ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას - იგორ ნარმანია

25 მარტი, 2024 , 11:16

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივნის, იგორ ნარმანიას განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 200 ათასამდე ხელმოწერა შეგროვდა და კიდევ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი