უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
არქივი
პოლიტიკა
ირაკლი კოვზანაძე ევროპელ ექსპერტებს შეხვდა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ევროკავშირის პროექტის - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების” ხელმძღვანელს, ფერდინანდ პოტსა და ექსპერტს, მარტინ სინკლერს შეხვდა. მარტინ სინკლერს წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
შეხვედრაზე უცხოელმა ექსპერტებმა ირაკლი კოვზანაძეს გააცნეს რეკომენდაციები პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და სრულყოფისთვის, რომლებიც მათ მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშში აისახება. აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა სექტემბერში დასრულდება. ირაკლი კოვზანაძემ უცხოელ ექსპერტებს ამ მიმართულებით საკუთარი ხედვა და წინადადებები გაუზიარა.
„მოგეხსენებათ, პარლამენტი ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას - თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების კონტროლს. თუმცა, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პრინციპია, რომ ეს უწყება მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ევროკავშირის პროექტი - „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება“ - 2017 წლის დეკემბერში ამოქმედდა და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.