უახლესი ამბები
- 03.03.2021 21:26ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 21:18„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
- 03.03.2021 17:25დავით ზალკალიანი მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა
- 03.03.2021 17:25პროკურატურას შემიძლია ვასწავლო, მელია როგორ გამოუშვას – ლევან ალაფიშვილი
- 03.03.2021 17:25დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
- 03.03.2021 17:00ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან - გიგი უგულავა
- 03.03.2021 17:00გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
- 03.03.2021 16:33გადავწყვიტეთ, რომ მოხდეს საპროტესტო აქციების ფორმის მოდიფიკაცია - თინა ბოკუჩავა
- 03.03.2021 16:00საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
- 03.03.2021 16:00დიალოგი მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ნიკა მელია იჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან - დავით ჭიჭინაძე
არქივი
საზოგადოება


ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები, სააგენტოს მიერ მომზადებული ინიციატივები განიხილა.
კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ელჩები, დიპლომატები, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, მიღწეული შედეგები, მიმდინარე საკითხები და ის საჭიროებები, რომლის წინაშეც დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტო იმყოფება.
„საქართველოს კონკურენციის სააგენტოსთვის, რომლის სწორ ფორმირებაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს, საერთაშორისო მხარდაჭერა, დონორ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის გაზიარების საფუძველზე სააგენტოს საქმიანობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება, ერთობლივი პროექტების, ინიციატივების განხორციელება და ადგილობრივ დონეზე - კონკურენციის პოლიტიკის, კულტურის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება არის ჩვენი სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
2014 წლიდან დღემდე, ევროკავშირის პროექტის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით კონკურენციის სააგენტომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საერთაშორისო და ადგილობრივი რესურსების მაქსიმალური მობილიზებით მიღებული შედეგები, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიშშიც არის ასახული - არის შეუქცევადი პროცესი. დაწყებულ წინსვლას სჭირდება სწორი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული, ქმედითი ნაბიჯები და საერთაშორისო მხარდაჭერა“, - განაცხადა საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ და შეხვედრაზე მოწვეულ საზოგადოებას კონკურენციის სფეროთი დაინტერესებისათვის, მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.
დღეის მდგომარეობით, საქართველოს კონკურენციის სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: კონკურენციის საერთაშორისო ქსელი; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია; ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უნგრეთის კონკურენციის რეგიონალური ცენტრი; გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენცია; სოფიას კონკურენციის ფორუმი; ამერიკის ადვოკატთა ასოციაცია.

ბატონი სერგო ჩიხლაძე რეებს კადრულობს - თენგიზ ცერცვაძე
3 მარტი, 2021 , 21:26

„ნოვავაქსთან` მიღწეულია შეთანხმება მილიონ დოზაზე - თენგიზ ცერცვაძე
3 მარტი, 2021 , 21:18

დროული ვაქცინაციის გარეშე გაჩნდება ახალი შტამები, პანდემია უმართავი გახდება - ნანა გეგეჭკორი
3 მარტი, 2021 , 17:25

გერმანიაში დასაქმების სამთვიანი პროგრამით წასულ მოქალაქეებს სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მოეხსნებათ
3 მარტი, 2021 , 17:00
საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პერიოდია - ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა ვიმსჯელოთ სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე - დავით ზალკალიანი
3 მარტი, 2021 , 16:00
„სად არის ვაქცინა“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან მდუმარე აქცია-პერფორმანსი გაიმართა
3 მარტი, 2021 , 15:12