უახლესი ამბები
- 26.01.2021 17:52პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა
- 26.01.2021 17:48საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
- 26.01.2021 17:26ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
- 26.01.2021 17:22უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
- 26.01.2021 17:181 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
- 26.01.2021 17:13ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა თურქეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
- 26.01.2021 17:07ევროსაბჭოს სესიაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით უარყოფით შეფასებებს უფრო მეტს ველოდი, ვიდრე ეს გამოითქვა - ფრიდონ ინჯია
- 26.01.2021 16:58“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
- 26.01.2021 16:52“კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა” - ცხრა ოპოზიციური პარტია ერთობლიც განცხადებას ავრცელებს
- 26.01.2021 16:48თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
არქივი
საზოგადოება


ირაკლი მამალაძე საპატრიარქოსა და პროკურატურას სამი კითხვით მიმართავს
ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ საპატრიარქოსა და პროკურატურას სამი კითხვით მიმართა. ირაკლი მამალაძემ სთხოვა მათ, უპასუხონ, რატომ გაიქცა ქვეყნიდან პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი, რა უნდოდა პედოფილიაში ბრალდებულ ტარას შავშიშვილს საპატრიარქოს დაცვაში და რატომ არ არის დღემდე გამოკვლეული მამა გიორგი მამალაძის საქმიანობა დონეცკის ოლქში, სადაც მისი თქმით, დეკანოზი მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში იყო შემჩნეული.
„რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები, როგორც პროკურატურასთან ასევე საპატრიარქოსთან. კერძოდ, სამი კითხვა მაქვს: სად გაქრა უდანაშაულო სოსო ოხანაშვილი? რა უნდოდა ტარას შავშიშვილს საპატრიარქოს დაცვაში, ყველას გვახსოვს 53-ე სკოლის ინციდენტი, როგორ გამოაძევეს ეს ადამიანი. და მესამე: ამ შემთხვევაში მივმართავ საპატრიარქოს, რატომ არ არის დღემდე გამოკვლეული მამა გიორგის საქმიანობა დონეცკის ოლქში, სადაც ეწეოდა მღვდელმსახურებას, რომელსაც დაუწვეს მანქანა და რომელიც შემჩნეული იყო მძიმე ხასიათის სექსუალურ დანაშაულში. ამის შემდეგ მას მისცეს მეორე ჯვარი და დღეს ეს ადამიანი ამბობს, რომ ციანიდი მას სჭირდებოდა ადამიანების დასახმარებლად და კეთილი საქმისთვის. ამ კითხვებზე ვითხოვ პასუხს. მამა გიორგის კარიერული წინსვლა ამ ინციდენტის შემდეგ თავბრუდამხვევად მოხდა და ის უცბად გადმოიყვანეს თბილისში, მეორე ჯვარი მისცეს და ა.შ.“, -აღნიშნა ჟურნალისტმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ირაკლი მამალაძის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი დონეცკის ოლქში დაახლოებით 2008 წელს მოხდა. ჟურნალისტის თქმით, დეკანოზის დანაშაულის დამამტკიცებელი საბუთები აქვს უკრაინის საპატრიარქოს.
„დეკანოზი ავიწროებდა არასწრულწლოვანს, რომლის მამამაც დაწვა შემდეგ მისი ავტომობილი დონეცკში და ეს ცნობილი ფაქტია. ამის შესახებ საბუთები დევს იმ ეკლესიაში და აქვს უკრაინის საპატრიარქოს“, -განაცხადა ირაკლი მამალაძემ.
ირაკლი მამალაძის ვარაუდით, დასახელებულ სამივე პიროვნებას საპატრიარქოში საერთო მფარველი ჰყავს, თუმცა კონკრეტული გვარების დასახელებისგან მან თავი შეიკავა.
ჟურნალისტმა ასევე დასვა შეკითხვა, რატომ მუშაობდა დეკანოზი გიორგი მამალაძე ორ საკვანძო თანამდებობაზე, საპატრიარქოს ქონების მართვის სააგენტოში, ასევე საპატრიარქოს კუთვნილებაში არსებული კლინიკის ხელმძღვანელად.
მისი თქმით, ამ ფაქტების გამოძიების შემდგომ საზოგადოებას დეკანოზის პიროვნების შესახებ სრული სურათი შეექმნება. მამალაძემ აღნიშნა, რომ ის საპატრიარქოს გიორგი მამალაძის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით ოფიციალურადაც მიმართავს.

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ შექმნილ ურთულეს გარემოს - საგარეო უწყება
26 იანვარი, 2021 , 17:48

ელექტრონულ ფორმატში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეების გამართვა გრძელდება
26 იანვარი, 2021 , 17:26

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3011 ლარი გახდა
26 იანვარი, 2021 , 17:18

“თეატრალურ უნივერსიტეტში ყალბი დიპლომების გაცემას ირაკლი კობახიძის ოჯახის წევრები მფარველობენ” – რას აცხადებს ყოფილი ლექტორი
26 იანვარი, 2021 , 16:58

თბილისში ვირუსის დადებითობის მაჩვენებელი უკანასკნელ 24 საათში 6%-ია
26 იანვარი, 2021 , 16:48

განათლების სისტემა სრულ მზადყოფნაშია, რომ სასწავლო პროცესი სკოლებში გაგრძელდეს - მიხეილ ჩხენკელი
26 იანვარი, 2021 , 16:43