უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2017 14:10
font-size

ირაკლი მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა - ირაკლი კობახიძე

გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი მიუკერძოებლობის, პატიოსნებისა და მაღალი კვალიფიკაციის ნიშნით შეირჩა.

ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ახალი გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის წარდგენისას განაცხადა.

„გასული წლების მანძილზე, აუდიტის სამსახური ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ. მინდა მადლობა გადავუხადო ლაშა თორდიას. გასული ხუთი წლის განმავლობაში, იგი ასრულებდა გენერალური აუდიტორის ფუნქციას. მან გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ აუდიტის სამსახური ჩამოყალიბებულიყო და ჩამოყალიბდა ეფექტიან და დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოდ.

გენერალურ აუდიტორს, ვფიქრობ უნდა ახასიათებდეს რამდენიმე ძირითადი თვისება იმისთვის, რომ მან ჯეროვნად განახორციელოს საკუთარი ფუნქციები: მიუკერძოებლობა, პატიოსნება და მაღალი კვალიფიკაცია. ზუსტად ამ სამი ნიშნის მიხედვით შეირჩა გენერალური აუდიტორის კანდიდატურა და სწორედ ამ სამი ნიშნის მიხედვით დაამტკიცა პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი.

წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ირაკლის გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე. პარლამენტი აუცილებლად იქნება აუდიტის სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ირაკლი მექვაბიშვილთან და აუდიტის სამსახურთან მომდევნო 5 წლის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მონიკა დავლიანიძე

აღმაშენებლის გამზირზე მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

16 ივლისი, 2020 , 19:05

თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. დაჭრილი შუა ხნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარ

პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა - დასაქმების სააგენტო

16 ივლისი, 2020 , 18:38

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით, სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 52

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0652 ლარი გახდა

16 ივლისი, 2020 , 18:14

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0652 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0651 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში განქორწინებულთა რიცხვი რეკორდულად მაღალ ნიშნულს იკავებს - ანა ფუტკარაძე

16 ივლისი, 2020 , 17:02

საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში, განქორწინების მაჩვენებელმა რეკორდულ ზღვარს მიაღწია და ბოლო 10 წლის განმავლობაში, 11, 205 შეადგინა, თუმცა აღნიშნული მონაცემიც სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია არ არის და შეეხება მხოლო

ქართველ სტუდენტთა გერმანიაში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით მთავრობამ კიდევ ერთი სუბსიდირებადი ფრენა დაამტკიცა - ნათია თურნავა

16 ივლისი, 2020 , 15:16

ქართველ სტუდენტებს, რომელთაც გერმანიაში დროზე ადრე დაბრუნება სურთ, მთავრობა ჩარტერულ რეისს სთავაზობს - ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

თავდაცვის სამინისტროში მომსახურე, ასევე ყოფილ სამხედროებს, ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ - გიორგი გახარია

16 ივლისი, 2020 , 15:04

თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღე, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე