უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

26 ივნისი, 2018 11:30
font-size

ირაკლი ნოზაძე კისრის მიდამოში იყო ალბათ დაჭრილი, რადგან ხელს იფარებდა და გარბოდა სასწრაფოს მოლოდინში - თვითმხილველი

დავინახე, დაჭრილი ირაკლი ნოზაძე სკამზე იჯდა და სისხლისგან იცლებოდა, - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას „ქუჩის ბიჭების“ მომღერლის, ირაკლი ნოზაძის მეზობელი, რომელიც შემთხვევის თვითმხილველია.

მისი ინფორმაციით, ნოზაძეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მოსვლამდე გონება არ დაუკარგავს.

„ერთადერთი ვერსია ის ვიცი, რომ გოგონამ დაჭრა. ირაკლი ნოზაძე გონზე იყო ბოლომდე, მაგრამ ბოლო ორი წუთის განმავლობაში ითიშებოდა“, - განაცხადა თვითმხილველმა.

ფაქტის კიდევ ერთი თვითმხილველის განცხადებით, ნოზაძე, სავარაუდოდ, ყელის არეშია დაჭრილი.

„კისრის მიდამოში იყო ალბათ დაჭრილი, რადგან ხელს იფარებდა და გარბოდა სასწრაფოს მოლოდინში. მანამდე მანქანა დიდი სისწრაფით ეზოში შემოვიდა და ამან მიიქცია ყურადღება“, - განაცხადა თვითმხილველმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით გუშინ საღამოს დაჭრეს. დაშავებულს ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

საკვანძო სიტყვები:

დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში

22 იანვარი, 2021 , 16:10

დავით გარეჯის საქმეზე ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საქართველოს პრეზიდენტი 12 იანვარს გამოიკითხა, ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო იმ დროს, როცა ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილს დანაშაულის ჩადენას ედავებიან. ჩვენებაში სა

სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო

22 იანვარი, 2021 , 15:40

აღსრულების ეროვნულ ბიუროში 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, სისხლის სამართლის ჯარიმების საქმისწარმოების შეწყვეტა უკვე დაიწყო; ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის ჯარიმის 5 440 მიმდინარე სა

ახალგაზრდა ქალის მკვლელობის, ხოლო მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

22 იანვარი, 2021 , 11:45

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში დამამძიმებელ გარემოებ

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა

22 იანვარი, 2021 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის

შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

22 იანვარი, 2021 , 11:45

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე – 1991 წელს დაბადებული

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს

21 იანვარი, 2021 , 17:46

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 4000 კოლოფი უაქციზო სიგარეტ