უახლესი ამბები
- 23.01.2021 10:00ანონსი - 23.01.21
- 23.01.2021 10:00დღის კალენდარი _ 23 იანვარი
არქივი
სამართალი


ირაკლი ნოზაძის საქმეზე დაკავებული ამ დრომდე არავინაა
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა, მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრაში მამაკაციც ფიგურირებს.
უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისათვის საქმეზე დაკავებული არავინაა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ვანის ქუჩაზე, ცივი იარაღით გუშინ საღამოს დაჭრეს. დაშავებულს ღუდუშაურის კლინიკაში წუხელ ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 18 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
დანაშაულში სავარაუდო ეჭვმიტანილი ორი გოგონაა.
საკვანძო სიტყვები:
დავით გარეჯის საქმეზე სალომე ზურაბიშვილი გამოიკითხა - რა წერია ჩვენებაში
22 იანვარი, 2021 , 16:10
სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყო
22 იანვარი, 2021 , 15:40

ახალგაზრდა ქალის მკვლელობის, ხოლო მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
22 იანვარი, 2021 , 11:45

პოლიციამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა
22 იანვარი, 2021 , 11:45

შსს-სა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
22 იანვარი, 2021 , 11:45

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს
21 იანვარი, 2021 , 17:46