უახლესი ამბები
- 19.03.2024 16:17სრულიად აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ შიშითაა მოცული, ზოგადად, ქართველი ხალხის და „ლელოს“ მიმართ - დავით უსუფაშვილი
- 19.03.2024 16:03გამოდის თუ არა ბატონო ანრი ოხანაშვილი “ნაცი“, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ ის მეხუთე სართულზე ცხოვრობს - რომან გოცირიძე
- 19.03.2024 15:47საქართველოს ბანკის დირექტორის მოადგილე, ეთერ ირემაძე UN Women-ის ღონისძიებაში „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეობდა
- 19.03.2024 15:40რატომ იცლება ქვეყანა? რა იწვევს ემიგრაციას? გვინდა პასუხი და არა დუმილი და ცინიზმი ხელისუფლების მხრიდან - თინა ბოკუჩავა
- 19.03.2024 15:28`საპატრიარქოს თავისთვის არაფერი უნდა, ეს არის ყველაფერი განათლებისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის“ - პროტოპრესვიტერი გიორგი მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:10„მაგით, რა, ახალ რამეს გავაკეთებთ? ფასები არის ძალიან გაძვირებული, კარგად იცით ეს“ - მეუფე ანტონი საპატრიარქოსთვის 35მლნ-ის გამოყოფაზე
- 19.03.2024 15:04საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:58საპატრიარქოსთვის 35 მილიონის გამოყოფა არჩევნებს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
- 19.03.2024 14:38სააკაშვილის მანიპულაციურ განცხადებებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ - რატი ბრეგაძე
- 19.03.2024 14:18ტყუის ოცნება, როცა ამბობს, რომ ე.წ. ვეტინგის პროცედურა მოსამართლეთა დანიშვნას გულისხმობს უცხოელების მიერ - ნიკა გვარამია
არქივი
კომენტარი
ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილს: ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ
პოლიტიკური მოძრაობა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მისი დაცვის უფროსის, კობა კოშაძის დაპატიმრების ფაქტს და ამის გამო ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:
“მოდი გავხსნათ კარტები გრიგოლიჩ!!!
კობა კოშაძის დაჭერისთანავე, ერთმა პოლიციელმა “კარგი პოლიციელის” როლი ითამაშა და უთხრა, დაანებე ოქრუაშვილს თავი და გაგიშვებთო. არამგონია კოშაძის ჩემგან ჩამოცილება გინდოდა ან მისი დაჭერა თუ ჩემდამი გზავნილია, რომ გავჩერდე, უბრალოდ დურაკი ყოფილხარ, რადგან ვერ გიცნივარ სწორად.
სააკაშვილმა მთელი ჩემი სამეგობრო და სანათესაო დაიჭირა და ამით ჩემთან ვერაფერს მიაღწია.
შენ დღეს დაიჭირე ადამიანი, რომელიც 15 წელია ერთგულ ძმასავით მიდგას გვერდით. როდესაც მესროლეს არც დაფიქრებულა ისე გადამეფარა და დაიჭრა. 10 წლის შვილი ხელებში ჩააკვდა, 40 დღის გასვლისთანავე უკან დამიბრუნდა, ისე რომ მაგ ტკივილმაც ვერ გატეხა და შენ ფიქრობ ერთი ჟანგიანი მაკაროვის ჩადებით ან მას გატეხ ან მხოლოდ მისი დაჭერით მე შემაცვლევინებ აზრს?
სულელად კი გთვლი, მაგრამ მაინც არ მგონიხარ ასეთი სულელი.
სხვა რამე გინდა აშკარად და სხვა ტიპის გზავნილია კობას დაჭერა.
სამი წელია ჩემი და შენი “შნირის” (ადრე ჩემი იყო სამწუხაროდ) ხალვაშის დავა რუსთავი 2-ზე სასამართლოში თაროზე გაქვს შემოდებული. ჯერ შოთაძე მეხვეწა შენი სახელით, დაგვითმე რუსთავი 2-ის მოთხოვნაო, მერე ექსპერტიზაში წელე საქმე, ეხლა მოსამართლე გამომიცვალე სამი დღის წინ და მაგით მოიგე დრო.
და რა მოიგე ჯამში? ვერაფერი, იმიტომ რომ მაგას არ დაგითმობ. არც კოშაძის დაჭერით და არც სხვისი. რიგით ჟურნალისტებს ვაჩუქებ და შენ არ მოგყიდი. ერთი რამის გამო – ბოროტება გახდი იმ ქვეყნისთვის სადაც ჩემმა შვილებმა მინდა, რომ იცხოვრონ.
მიდი, დაიჭირე კიდევ ვინც გინდა, ვერაფერს მაგით ვერ მიაღწევ გარდა ერთისა, დრო რომ მოვა, მაგ ჟანგიანი მაკაროვით რაც კობას ჩაუდე, ქართველი ერი “დაგასაჩუქრებს”, იმისთვის რაც ქვეყანას 7 წლის განმავლობაში უქენი,” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.